ჰარი რედნაპი: როი ჰოჯსონის დადანაშაულების უფლება არ გაქვთ!

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ერთ-ერთი იმ იშვიათ ექსპერტთაგანია, ვინც როი ჰოჯსონის გარკვეულ გადაწყვეტილებებს არ იწონებს, მაგალითად, ტაქტიკურ მოდელს, მაგრამ მთლიანობაში მიაჩნია, რომ "ლომების" თავკაცს ხშირად სხვა გამოსავალი უბრალოდ არ რჩებოდა.

"აზრად არ მომივა, რომ ჰოჯსონს რამეში ბრალი დავდო, რადგან ამის უფლება არავის არ აქვს. მან ნაკრები ჩაიბარა და სცადა, რომ გუნდი როგორმე თავის სტილზე მოერგო, თუმცა დრო საჭიროზე ბევრად ცოტა იყო.

რა თქმა უნდა, გუნდი დაცვიდან ცდილობდა თამაშს. კი, მაგრამ კიდევ რა გამოსავალი რჩებოდა?

დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების
პოტენციალს ბოლომდე კიდევ ვერ ვაცნობიერებთ. ყურადღებას არავინ აქცევს იმას, როცა ამბობენ, რომ კარგი ფეხბურთელები გვყავს.

მაგალითად დაცვის ოთხეულზე ვთქვათ: გლენ ჯონსონმა, ეშლი კოულმა, ჯონ ტერიმ, ჯოლეონ ლესკოტმა და მათ უკან მდგარმა ჯო ჰარტმა ტურნირი იდეალურად ჩაატარეს, ნახევარდაცვაში სტივენ ჯერარდი და სკოტ პარკერი გვყავდა, მერე გუნდს უეინ რუნიც დაუბრუნდა, მაგრამ...

სულ სხვა თემაა, რომ დიდ ტურნირებზე მოწინააღმდეგეს ბურთი აღარ უნდა ჩავუგდოთ ხელში, თორემ არც სხვა დროს აღარ უნდა გვქონდეს მოგების ილუზია.

ჩვენზე ცუდად ტურნირზე ბურთს მხოლოდ ირლანდიელები აკონტროლებდნენ. არ შეიძლება ამ ტაქტიკამ ოდესმე გაამართლოს",
- განაცხადა 65 წლის მწვრთნელმა Absolute Radio-ს ეთერში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული