"მამლებმა" ჯგუფურ ეტაპზე მატჩი ვერ მოიგეს, თუმცა ეს არ იყო მთავარი. ფეხბურთელებსა და რაიმონ დომენეკს შორის ურთიერთობები უკიდურესობამდე იყო დაძაბული. ურუგვაისთან მე-3 ტურის შეხვედრამდე ნაკრების ვარჯიში ჩაიშალა.
ფეხბურთელებმა მწვრთნელს ავტობუსის კარები ცხვირწინ დემონსტრაციულად მიუხურეს. დომენეკმა გუნდიდან 3 ფეხბურთელი ნაადრევად დაითხოვა და სამხრეთამერიკელებთან ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა, რამაც არ გაამართლა. ამის შემდეგ ფედერაციამ დომენეკს კარისკენ მიუთითა და გუნდში ლორან ბლანს უხმო.
ახალგაზრდა მწვრთნელს გუნდში ძალიან მძიმე სიტუაცია დახვდა, თუმცა მან ეტაპობრივად თითქოს ყველაფერი
ევრო 2012-ის მეოთხედფინალიდან "სამფეროვანთა" გამოვარდნის შემდეგ ლორან ბლანს ხელშეკრულება დაუმთავრდა.
27 ივნისს, ოთხშაბათს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრაე და ბლანი ერთმანეთს შეხვდნენ და მწვრთნელს კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთხელ შესთავაზეს.
რის შემდეგაც მან მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ითხოვა. "ეკიპმა" შაბათსვე დაწერა, რომ ბლანმა საბოლოოდ ეროვნული გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. ინფორმაცია ძალიან მალე ფედერაციის ვებგვერდმაც დაადასტურა.
ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "სამფეროვანთა" სათავეში მოსვლის ყველაზე დიდ შანსი 1998/2000 წლების დიდი ნაკრების მეორე ვარსკვლავ დიდიე დეშამს აქვს. დეშამი "ველოდრომს" რამდენიმე დღეში ოფიციალურად დატოვებს.
დიდიეს კანდიდატურას ემხრობა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც. "ძალიან სამწუხაროა, რომ ბლანი მიდის, რადგან ვიცი, რომ ნაკრების მწვრთნელობა მას ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც სურდა.
რაც შეეხება დეშამს, შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრებს ისიც კარგად იცნობს და რაც მთავარია, დიდიე კვალიფიციური მწვრთნელია. საბოლოო გადაწყვეტილება ისევ ფედერაციამ უნდა მიიღოს," - განუცხადა პლატინიმ "ეკიპს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"