მიზეზი ცხადია. სწორედ "ჩელსის" ვარსკვლავები აღმოჩნდნენ ისინი, ვინც თვენახევრის შუალედით ევროპული საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთის უმთავრეს ტიტულებს შეავლეს ხელი. მაშ ასე:
ფერნანდო ტორესი და ხუან მატა კიევურ ფინალში შეცვლაზე შევიდნენ და იმ რჩეულ ფეხბურთელთა შორის მოხვდნენ, რომელთაც ერთ სეზონში მოახერხეს ჩემპიონთა თასისა და ევროპის ჩემპიონატის მოგება.
მაისში ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა "ჩელსის" უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნთან" გაამარჯვებინეს.
ახლა კი ამ ტრიუმფს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები მიაყოლეს. ისევე, როგორც მიუნხენში, ტორესი
ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ორ ფინალში შეძლო თავის გამოჩენა. ის პოლონეთსა და უკრაინაში ჩატარებული ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "ამ სეზონში პირველი ტიტულები მოვიგე საკლუბო კარიერაში - ჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, მერე ჩემპიონთა ლიგა. ახლა კი ევროზეც ვიმარჯვე. ამას ვერც კი წარმოვიდგენდი," - განაცხადა 28 წლის თავდამსხმელმა.
ხუან მატა მოედანზე 87-ე წუთზე გამოჩნდა, თანაც, პირველად ევრო 2012-ზე, მაგრამ უგოლოდ არც ის დარჩენილა. აქამდე ჩემპიონთა თასსა და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მხოლოდ ერთ ესპანელს მოეხერხებინა.
ლუის სუარესმა 1964 წელს ჯერ "ინტერის" შემადგენლობაში იმარჯვა საკლუბო ტურნირზე, ფინალში დაამარცხა რა "რეალი", მერე კი კონტინენტის პირველობაც მოიგო.
24 წლის შემდეგ ეს სია ერთბაშად ოთხმა ფეხბურთელმა შეავსო - ჰანს ვან ბრეკელენმა, რონალდ კუმანმა, ბერი ვან არლემ და ჯერალდ ვანენბურგმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრები დაამარცხეს, იქამდე კი "ეინდჰოვენის" შემადგენლობაში ჩემპიონთა თასზე "ბენფიკას" მოუგეს.
ვიმ კიფტმა ჩემპიონთა თასი კი მოიგო პსვ-სთან ერთად, მაგრამ ჰოლანდიელების ევროტრიუმფს მხოლოდ სკამიდან ადევნებდა თვალს.
ეს მიღწევა გაიმეორა 2000 წელს ნიკოლა ანელკამ, ვინც "რეალთან" ერთად იმარჯვა ჩემპიონთა თასზე და შემდეგ იმ საფრანგეთის ნაკრების რიგებშიც მოხვდა, რომელმაც ბელგია-ჰოლანდიაში იზეიმა გამარჯვება.
"რეალსა" და საფრანგეთის ნაკრებში ანელკას თანაგუნდელ კრისტიან კარამბეს "საამაყოდ" აქვს საქმე. ის ორივე მოგებულ ფინალში ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ცხრა ფეხბურთელს მოგებული ჩემპიონთა თასის მერე ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი შეხვედრა აქვს წაგებული.
ესენი არიან: ზეპ მაიერი, ჰანს გეორგ-შვარცენბეკი, ფრანც ბეკენბაუერი და ული ჰიონესი (1976 წელი, "ბაიერნი", გერმანია), რიკარდუ კარვალიო, ნუნუ ვალენტე, კოშტინია, მანიშე, დეკუ და პაულუ ფერეირა (2004 წელი, "პორტუ", პორტუგალია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანეთი-იტალია 4:0 - ისტორია გადაწერილია, თბილისში შეხვედრამდე! [+VIDEO]