დავიდ სილვა: ახლა "მანჩესტერ სიტიში" ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" და ესპანეთის ნაკრების ფლეიმეიქერმა დავიდ სილვამ, რომელიც 1 ივლისს ევროპის ჩემპიონი გახდა, აღიარა, რომ კარგი დასვენება სჭირდება.

"ახლა შვებულების აღება მინდა, რადგან ეს ჩემთვის ძალიან გრძელი და რთული სეზონი იყო. თუმცა "სიტის" შემადგენლობაში ძალებაღდგენილი დავბრუნდები, რადგან მსურს გამარჯვებები გავაგრძელო.

"სიტის" მფლობელებმა კლუბში დიდი ფული ჩადეს და ტიტულების მოგება უკვე დავიწყეთ. ახლა "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა", - აღიარა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული