რობერტ ლევანდოვსკი ფრანტიშეკ სმუდას წინააღმდეგ

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის თქმით, ის დღემდე ვერ ეგუება, რომ მისმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ასეთი უმწეო გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.

მისი აზრით, კონტინენტის პირველობის თანამასპინძელთა ჯგუფში ჩარჩენის მთავარი მიზეზი მისი მთავარი მწვრთნელი ფრანტიშეკ სმუდა გახლდათ.

"არ მინდოდა ამის შესახებ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მელაპარაკა, მაგრამ ფაქტია, რომ ავსტრიაში შეკრებისას უმძიმესი ვარჯიშები გვქონდა.

წარმოიდგინეთ, კლუბში ასეთი დამღლელი სეზონის წინა მოსამზადებელი შეკრებებიც კი არ არის ხოლმე. რაღაც მომენტში ჩვენ წვრთნების შეზღუდვაც კი მოგვიხდა.

გამოგიტყდებით ერთ რამეშიც, რომ სმუდასთან ერთად გუნდის ტაქტიკა არასოდეს გაგვირჩევია.
გუნდს აშკარად აკლდნენ შემტევი ტიპის ფეხბურთელები. ხშირად ხდებოდა, რომ გვერდით არც არავინ მყავდა, რათა, ელემენტარულად, პასი მიმეცა.

სამწუხაროა, რომ ჩვენ ასეთ დაცვით ფეხბურთს ვთამაშობდით. და რაც მთავარია, რამე რომ არ გამოგვსვლოდა, არასოდეს გვქონია გეგმა "ბ".

რუსეთთან თამაშის დაწყებამდე კი საერთოდ საოცრება მოხდა - სმუდამ ტაქტიკის შეცვლა მაშინ გადაწყვიტა, როცა გასახდელიდან გვირაბში გავდიოდით.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საშინაო ევროპირველობაზე პოლონეთის ნაკრების ფიასკო მთლიანად სმუდას სინდისზეა," - განუცხადა "დორტმუნდის" ვარსკვლავმა sport.pl-ს.

პოლონელთა ექსთავკაცმა ყოფილ შეგირდს იმავე ვებგვერდზე თავშეკავებული პასუხი გასცა: "რობერტი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და აქვს უფლება, რომ მძიმე შეცდომები დაუშვას. მე მას ყველაფერს ვაპატიებ. არადა, მუდამ ვცდილობდი, რომ მას მაქსიმალურად დავხმარებოდი. განა მარტო მას, ყველას"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული