სკანდალი ხორვატულ ფეხბურთში

AutoSharing Option
უეფამ და ფიფამ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნეს. მათ ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური წერილით შეატყობინეს, რომ იგორ შტიმაცს ახალ პრეზიდენტად არ ცნობენ.

ფიფასა და უეფას ოფიციალურ განმარტებაში ნათქვამია, რომ ხორვატიაში ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებმა მათი რეგლამენტი არ დააკმაყოფილა, რის გამოც, ევროპისა და მსოფლიოს ფეხბურთის ასოციაციები ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის კანონიერ პრეზიდენტად დღესაც ვლატკო მარკოვიჩს სცნობენ.

არჩევნები 18 თებერვალს ჩატარდა და ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა კანონდარღვევებს ჰქონდა ადგილი. ფაქტია, რომ ფიფამ და უეფამ შტიმაცი ახალ პრეზიდენტად არ აღიარეს, რაც
იმას ნიშნავს, რომ ხორვატული ფეხბურთის ლეგიტიმური და ოფიციალური მესაჭე ისევ მარკოვიჩია.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული