სლავენ ბილიჩმა საისრაელოდ 25 დაასახელა

AutoSharing Option
ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ხორვატია 8 ოქტომბერს ისრაელის ნაკრებს სტუმრად გაეჯიბრება, ხოლო სამი დღის შემდეგ ზაგრებში ნორვეგიელებს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებს.

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა ორ ახალბედას უხმო – ფრანგული "ლიონის" მცველ დეიან ლოვრენს და გერმანული "კაიზერსლაუტერნის" ნახევარმცველ ივო ილიჩევიჩს.

ნაკრების კაპიტანი დარიო სრნა ისრაელთან შესარჩევ თამაშს წინა მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვებს, თუმცა გუნდის დანარჩენი ლიდერები ჯანმრთელად და, როგორც ბილიჩი ამბობს, მეტოქის დასამარცხებლად მზად არიან. შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩი ხორვატებმა ლატვიის ნაკრებს
3:0 მოუგეს, ხოლო შემდეგ ბერძნებს უგოლოდ გაეყარნენ.

სლავენ ბილიჩმა ისრაელისა და ნორვეგიის ნაკრებთა წინააღმდეგ სათამაშოდ 25 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: ვედრან რუნიე ("ლანსი", საფრანგეთი), დანიელ სუბაშიჩი ("ჰაიდუკი"), სტიპე პლეტიკოსა ("ტოტენჰემი", ინგლისი);

მცველები: ვედრან ჩორლუკა ("ტოტენჰემი", ინგლისი), იოსიპ შიმუნიჩი ("ჰოფენჰაიმი", გერმანია), გორდონ შილდენფელდი ("შტურმი", ავსტრია), ივან სტრინიჩი, იურიცა ბულიატი (ორივე - "ჰაიდუკი"), დეიან ლოვრენი ("ლიონი", საფრანგეთი);

ნახევარმცველები: დარიო სრნა ("შახტარი", უკრაინა), მლადენ ბარტულოვიჩი ("არსენალი", უკრაინა), ოგნიენ ვუკოიევიჩი ("დინამო", უკრაინა), ტომისლავ დუიმოვიჩი ("დინამო", რუსეთი), ნიკოლა პოკრივაცი ("ზალცბურგი", ავსტრია), ივან რაკიტიჩი ("შალკე", გერმანია), დანიელ პრანიჩი ("ბაიერნი", გერმანია), დრაგო გაბრიჩი ("ტრაბზონსფორი", თურქეთი), ლუკა მოდრიჩი, ნიკო კრანჩარი (ორივე – "ტოტენჰემი", ინგლისი), ივო ილიჩევიჩი ("კაიზერსლაუტერნი", გერმანია);

თავდამსხმელები: ივიცა ოლიჩი ("ბაიერნი", გერმანია), ედუარდუ და სილვა ("შახტარი", უკრაინა), მლადენ პეტრიჩი ("ჰამბურგი", გერმანია), ნიკიცა იელავიჩი ("რეინჯერსი", შოტლანდია), მარიო მანჯუკიჩი ("ვოლფსბურგი", გერმანია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული