ყოფილ გუნდ "სევილიასთან" სამმატჩიან სერიაში არეული მცველი მხსნელად მოევლინა "რეალს" კერკეტ კაკალ "მალაგასთან" მატჩში, მან ტონი კროოსის ორი ჩაწოდება დააგვირგვინა გოლებად, ხოლო ზინედინ ზიდანის გუნდმა, ხუანპი ანიორის ერთი საპასუხო გოლის მიუხედავად, მოგების გემო გაიხსენა - 2:1.
სერხიოს ანგარიშზე უკვე ექვსი გოლია. ამდენი მას კარიერის არც ერთ
"ყოველთვის მოხარული ვარ, დავეხმარო გუნდს, განსაკუთრებით, ისეთ მატჩებში, რომლებიც "რეალისთვის" იოლად არ მიმდინარეობს. ჩვენ რთული სიტუაციიდან გამოვძვერით", - განაცხადა მცველმა, რომლის მეორე გოლიც ოფსაიდს წააგავდა.
მაშ ასე, "რეალი" "კამპეონ დე ინვიერნოა", ჩვენებურად რომ ვთქვათ, ზამთრის ჩემპიონი (თან, ერთი მატჩი რეზერვში დარჩა). ზიდანს კი მოდრიჩისა და მარსელოს ტრავმები, აგრეთვე, კრიშტიანო რონალდოს საშინელი ფორმა უნდა ადარდებდეს. ხორვატი და ბრაზილიელი ერთ თვეს დაისვენებენ.
ზინედინ ზიდანი (რეალი): "კარგი სტარტი ბევრს ნიშნავდა, მეტოქე კარგად გადაადგილდებოდა და ჩემი ფეხბურთელებიც დაიღალნენ, მაგრამ მოგებით ბედნიერები ვართ. სერხიო რამოსმა საოცრად ითამაშა. რატომ უსტვენდნენ გულშემატკივრები? არ ვიცი, იმედია, მათ მეტი სურდათ ჩვენგან. ფანებს მე ვერ გავაკრიტიკებ".
ვოროს ხელში "ვალენსია" გუნდს ემსგავსებმა, "ღამურებმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს, თანაც, ამჯერად დერბი ყოფილ "ელ მადრიგალზე" ყოჩაღი "ვილიარეალის" წინააღმდეგ - 2:0. დაცვაში ელიაკიმ მანგალას გამორჩევა შეიძლება, წინ კი - ევროპის ჩემპიონი ნანის, მაგრამ ჩვენ მაინც ყურადღებას 20 წლის კარლოს სოლერზე გავამახვილებთ, რომელმაც "ყვითელი წყალქვეშა ნავის" კარის დალაშქვრა შეძლო.
"სევილიამ" 7-გოლიანი თრილერი მოიგო "პამპლონაში" (4:3) და "რეალს" უპირატესობის გაზრდის საშუალება არ მისცა. არგენტინელი ხორხე სამპაოლის გუნდი არასოდეს ნებდება. ამიტომაც ბოლო წუთებზე ყველაზე მეტი გოლი გააქვს პრიმერაში. "ოსასუნასთან" თამაშში "სევილია" ორჯერ აგებდა, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვება მას დარჩა.
მატჩში საუკეთესო ბორხა იბორა იყო, რომელმაც უცნაური ჰეთ თრიკი შეასრულა - ორი გოლი მასპინძელთა კარში გაიტანა, ერთიც - საკუთარში. ისიც ვთქვათ, რომ "ოსასუნა" მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.
ხორხე სამპაოლი (სევილია): "პირველ ნახევარში მიღწეული 42 ქულით ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გუნდს უდიდესი შემტევი პოტენციალი აქვს. ამ თამაშში უდიდესი წინააღმდეგობა დავძლიეთ მეტოქესი, რომელსაც ძალიან სურდა მოგება. სამირ ნასრის გარეშეც შევძელით კარგი თამაში".
ბილბაოშიც თრილერი ვიხილეთ - "ატლეტიკმა" და "ატლეტიკომ" 4 გოლი "იკმარეს". I ტაიმში კოკეს გოლს ლეკუე მარტინესმა უპასუხა, ხოლო მეორეში ოსკარ დე მარკოსის თავურს ანტუან გრიზმანმა ნამდვილი "გოლასოთი" გასცა პასუხი და დიეგო სიმეონეს გუნდიც მარცხს გადაურჩა.
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "არასტაბილური პირველი ნახევარი გვქონდა, "სევილიას" 7 ქულით ჩამოვრჩებით. მათ მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის ბრძოლაში".
ლუის ენრიკეს "ბარსელონამ" იოლად იმარჯვა იპურუაში (4:0), თუმცა მწვრთნელს საფიქრალიც გაუჩნდა, უკვე მე-10 წუთზე გაიყვანეს საკაცით სერხიო ბუსკეტსი.
ლა ლიგა. XIX ტური
ლას პალმასი-დეპორტივო 1:1გოლები: 1:0 მ. გარსია (13), 1:1 ანდონე (69)
ლას პალმასი (4-3-3): ვარასი - მიჩელი, ლემოსი, აიტამი, ლოპეში - მონტორო, მესა, ვ. გომესი - მომო (80. ტანასუ), ლივაია (85. ელ-ჟარი), მ. გარსია (89. ბ. რამირესი)
დეპორტივო (4-4-2): ტიტონი - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - ჩოლაქი, ბორხესი, გილერმე, ლუიზინიო (80. მ. მორენო) - ხოსელუ (92. პინჩი), ანდონე
გაძევება: აიტამი (77)
მაყურებელი: 18 051
ესპანიოლი-გრანადა 3:1
გოლები: 1:0 ხ. რეიესი (11), 1:1 ა. პერეირა (23), 2:1 პიატი (32), 3:1 მ. ნავარო (48)
ესპანიოლი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მ. ნავარო, დ. ლოპესი, დ. რეიესი, კარიკოლი - ფუეგო, ხურადო - ე. პერესი (75. როკა), ხ. რეიესი (81. სევილია), პიატი - ჟ. მორენო
გრანადა (4-3-3): ოჩოა - ფულკიე, ლომბანი, ინგასონი, ტაბანუ (46. გაბ. სილვა) - კრჰინი (77. ბუენო), სამპერი, ა. პერეირა - მალე, კრავეცი, ბოგა (46. პონსე)
მაყურებელი: 15 184
რეალი-მალაგა 2:1
გოლები: 1:0 ს. რამოსი (35), 2:0 ს. რამოსი (43), 2:1 ხუანპი (63)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - ნაჩო, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო (25. ისკო) - მოდრიჩი (78. კოვაჩიჩი), კაზემირო, კროოსი - ლ. ვასკესი, ბენზემა (82. მორატა), რონალდო
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, მუნიოსი, ვილანუევა, ხუან კარლოსი (73. დემიკელისი) - რესიო, ნაჩო კამაჩო - ხუანპი, ფორნალსი, გ. კასტრო (67. ხონი) - პენიარანდა (79. მ. სანტოსი)
მაყურებელი: 72 687
ალავესი-ლეგანესი 2:2
გოლები: 1:0 ლაგუარდია (11), 1:1 გერერო (45), 2:1 ე. მენდესი (51), 2:2 ინსუა (84)
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - ვიგარაი, ლაგუარდია, ალექსისი, ტ. ერნანდესი - მ. ლორენტე, მ. გარსია - ე. მენდესი (76. დ. ტორესი), კამარასა (85. კატაი), იბაი (78. ტოკერო) - დეივერსონი
ლეგანესი (5-3-2): ერერინი - ბუსტინცა, ვ. დიასი (73. უ. ლოპესი), ინსუა, მანტოვანი, მარინი - რ. პერესი, ტიმორი (62. ლუსიანო), გაბრიელი - მაჩისი (56. შიმანოვსკი), გერერო
მაყურებელი: 19 126
ვილიარეალი-ვალენსია 0:2
გოლები: 0:1 სოლერი (35), 0:2 მინა (42)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, ალვარო, რუისი, ხ. კოსტა - ჯონ. დოს სანტოსი (83. ბორე), ბრუნო სორიანო, ტრიგეროსი, რ. სორიანო (62. კასტილიეხო) - პატო, სანსონე
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - კანსელო, გარაი, მანგალა, გაია - პარეხო, ე. პესესი, სოლერი (78. მ. სუარესი) - ელ ჰადადი (87. მონტოია), მინა (81. ძაძა), ნანი
მაყურებელი: 17 615
ოსასუნა-სევილია 3:4
გოლები: 1:0 ს. ლეონი (15), 1:1 იბორა (43), 2:1 იბორა (63), 2:2 იბორა (65), 2:3 ფ. ვასკესი (80), 2:4 სარაბია (92), 3:4 კოდრო (93)
ოსასუნა (5-3-2): მ. ფერნანდესი - ბერენგერი, ბონინი, ოიერი, უ. გარსია, კლერკი - რ. ტორესი, ფაუსტო (88. კოდრო), კაუზიჩი (74. ი. გარსია) - ს. ლეონი (71. რივიერი), რიერა
სევილია (5-3-2): ს. რიკო - მარიანო, პარეხა, რამი, მერკადო (65. სარაბია), ესკუდერო - ფ. ვასკესი (84. კრანევიტერი), ნ'ზონზი, იბორა - იოვეტიჩი, ბენ იედერი (90. ხ. კორეა)
მაყურებელი: 15 211
ბილბაო-ატლეტიკო 2:2
გოლები: 0:1 კოკე (3), 1:1 ლეკუე (42), 2:1 დე მარკოსი (56), 2:2 გრიზმანი (80)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ბოვედა, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, იტურასპე (89. მ. რიკო) - ლეკუე, რაულ გარსია, მუნიაინი (83. სუსაეტა) - ვილიამსი (83. ვილიალიბრე)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ვრსალიკო, გოდინი, ხ. ხიმენესი, ფილიპე ლუიში - გაბი (58. ფ. ტორესი), კოკე, ს. ნიგესი, ფერეირა-კარასკო (65. ა. კორეა) - გამეირო (65. გაიტანი), გრიზმანი
მაყურებელი: 44 263
ბეტისი-სპორტინგი 0:0
ბეტისი (5-3-2): ადანი - პიჩინი, ბ. გონსალესი, დონკი, პეცელა, დურმისი - მარტინი (83. ნ. ლეივა), ბრაშანაცი (53. პეტროში), სებალიოსი - ზოზულია (52. ალეგრია), რ. კასტრო
სპორტინგი (4-3-3): კუელიარი - ლ. კასტელიანო, ბაბენი, ამორებიეტა, კანელია - კარმონა (86. ბურგუი), ხ. ტორესი, ნ. კასესი - ვ. როდრიგესი (61. მ. გომესი), ჩოპი (76. კ. კასტრო), ი. ლოპესი
მაყურებელი: 35 097
სოსიედადი-სელტა 1:0
გოლი: 1:0 ხუანმი (72)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ზალდუა, რ. ნავასი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ზურუტუზა, გრანერო, კანალესი (80. გაზტანაგა) - ველა (71. ჩაბი პრიეტო), ვილიან ჟოზე (63. ოიარზაბალი), ხუანმი
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - ს. გომესი, რონკალია, ფონტასი, პლანასი - ხოსაბედი (68. რადოია), პ. ერნანდესი, სენე (73. გუიდეტი) - სისტო, ჯ. როსი, შეიხი (83. ასპასი)
მაყურებელი: 19 845
ეიბარი-ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 დ. სუარესი (31), 0:2 მესი (50), 0:3 ლ. სუარესი (68), 0:4 ნეიმარი (91)
ეიბარი (4-2-3-1): იოელი - კაპა, მ. დოს სანტოსი, ლეჟონი (64. ნანო), ლუნა (82. რივერა) - ესკალანტე, დ. გარსია - პედრო ლეონი, ადრიანი (74. ფ. რიკო), ინუი (78. პენია) - ენრიჩი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო (65. ა. ვიდალი), უმტიტი, მატიო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (10. დ. სუარესი), არდა თურანი - მესი, ლ. სუარესი (76. პ. ალკასერი), ნეიმარი
მაყურებელი: 6 340
ბომბარდირები:
15 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - იაგო ასპასი (სელტა); 9 - ვილიან ჟოზე (რეალ სოსიედადი).
მომდევნო ტური
27 იანვარი: ოსასუნა-მალაგა;
28 იანვარი: ვილიარეალი-გრანადა, ალავესი-ატლეტიკო, ეიბარი-დეპორტივო, ლეგანესი-სელტა;
29 იანვარი: ბეტისი-ბარსელონა, ესპანიოლი-სევილია, ბილბაო-სპორტინგი, რეალი-რეალ სოსიედადი;
30 იანვარი: ლას პალმასი-ვალენსია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"