ესპანეთის თასის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩს ზინედინ ზიდანის გუნდიდან აუცილებლად გამოტოვებენ გარეთ ბეილი, პეპე, დანი კარვახალი, ლუკა მოდრიჩი და მარსელო (ყველა მათგანი ტრავმირებულია). თუმცა "რეალს" შესაძლოა, არც ხამეს როდრიგესი, დანილო და კრიშტიანო რონალდო ჰყავდეს "სელტასთან" მატჩში. სამივე მათგანმა გუშინდელი ვარჯიში მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალმა" (1:2), ყველასთვის მოულოდნელად, წააგო და ახლა წყვილში ფავორიტი გალისიური კლუბია.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 26 იანვარს, 00:15 საათზე დაიწყება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"