კარლეს პუიოლმა ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა კარლეს პუიოლმა, რომელმაც იანვრის ბოლოს მუხლის ტრავმა მიიღო, ხუთშაბათს გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

ასე, რომ პუიოლი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში "არსენალთან" მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

32 წლის მცველმა პრიმერაში "ბარსელონას" ექვსი მატჩი გამოტოვა, რომელშიც კატალონიელებმა ხუთი გამარჯვება მოიპოვეს და ერთი ფრედ დაასრულეს . კაპიტანი "ბლაუგრანას" "მეთოფეებთან" (1:2) პირველ დაპირისპირებაშიც ვერ დაეხმარა.


მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული