მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" "ახალი ნეიმარისთვის" იბრძოლებენ

AutoSharing Option
"დიარიო გოლის" ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გადაწყვეტილი აქვს, დანილო ტრანსფერზე დააყენოს, მიუხედავად იმისა, რომ ზინედინ ზიდანი ახლახან საპირისპიროს ამტკიცებდა.

ამასობაში, იგივე წყარო გვარწმუნებს, რომ "რეალი" "ბარსელონას" კონკურენციას გაუწევს "ახალი ნეიმარის" ხელში ჩაგდებისთვის. ლაპარაკია "ფლამენგოს" ფორვარდ ვინისიუს ჟუნიორზე.

17 წლის ვინისიუსის სატრანსფერო ფასი ამჟამად 30 მილიონი ევროა. მას "ფლამენგოსთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული