18 თებერვალს ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.
მადრიდის "ატლეტიკომ" სტუმრად 4:1 გაანადგურა ხიხონის "სპორტინგი", ხოლო შეცვლაზე შესულმა კევინ გამეირომ ხუთ წუთში შეძლო ჰეთ თრიკის შესრულება. ხუთივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.
მადრიდის "რეალს" გარეთ ბეილი დაუბრუნდა და მანაც მატჩის მიწურულს გაიტანა, მანამდე კი ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა, "ესპანიოლის" კარი ალვარო მორატამ თავურით დალაშქრა. ორივე შემთხვევაში საგოლე პასის ავტორი ისკო იყო.
აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის გუნდმა ზედიზედ 42 მატჩში გაიტანა გოლი, რაც "სამეფო კლუბის" ახალი რეკორდია.
მოიგო "სევილიამაც", რომელმაც შინ "ეიბარი" დაამარცხა - 2:0. პაბლო სარაბიას და ვიტოლოს, ორივეჯერ სტევან იოვეტიჩმა გაატანინა.
შაბათი. 18 თებერვალი
სპორტინგი-ატლეტიკო 1:4
გოლები: 0:1 ფერეირა-კარასკო (46), 1:1 ს. ალვარესი (49), 1:2 გამეირო (80), 1:3 გამეირო (81), 1:4 გამეირო (85)
რეალი-ესპანიოლი 2:0
გოლები: 1:0 მორატა (33), 2:0 ბეილი (83)
დეპორტივო-ალავესი 0:1
გოლი: 0:1 მ. გარსია (68-პენ)
სევილია-ეიბარი 2:0
გოლები: 1:0 სარაბია (30), 2:0 ვიტოლო (91)
პარასკევი. 17 თებერვალი
გრანადა-ბეტისი 4:1
კვირა. 19 თებერვალი
სოსიედადი-ვილიარეალი 15:00
ვალენსია-ბილბაო 19:15
სელტა-ოსასუნა 21:30
ბარსელონა-ლეგანესი 23:45
ორშაბათი. 20 თებერვალი
მალაგა-ლას პალმასი 23:45
1. რეალი - 52 ქულა; 2. სევილია - 49; 3. ბარსელონა - 48; 4. ატლეტიკო - 45; 5. რეალ სოსიედადი - 41.
04:20 19-02-2017
ლა ლიგა. XXIII ტური: ბეილი დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბარსელონამ ლეგანესს2-1 მოუგო.ბარსას რომ ვუყურებ,ასე მგონია 2 თვე არ უვარჯიშიათ,3 თვე ბურთი არ უნახიათ და მწვრთნელი არა ჰყავთ მეთქი.ამ თამაშით ალბათ საქართველოს ჩემპიონატსაც ვერ მოიგებდნენ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული