"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა საავადმყოფოდან გამოწერეს, სადაც უკანასკნელი კვირის განმავლობაში მალათაშორისი დისკის თიაქარს მკურნალობდა.
კატალონიელთა თავკაცმა ასევე დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში "არსენალთან" გუნდს უხელმძღვანელებს.