ლა ლიგა. XXVI ტური: ძრწოდეს პსჟ! [VIDEO]

AutoSharing Option
"ლა რეალის", როგორც "სოსიედადს" ხშირად უძახიან, კაპიტანი ჩაბი პრიეტო სევილიურ კლუბებს ერჩის - მისი 4 დუბლიდან კარიერაში 2 მათ კარში მოდის. ჯერ იყო "სევილია", ახლა კი "ბეტისი"... სწორედ 33 წლის ვეტერანის წყალობით მოიგო ეუსებიო საკრისტანის გუნდმა ლა ლიგაში ზედიზედ მესამე საგარეო მატჩი.

"ბენიტო ვილიამარინზე" ხუთივე გოლი კარგი იყო, მაგრამ მაინც განსაკუთრებული იყო მასპინძელი აისა მანდის აკრობატული დარტყმული. "ლა რეალი" კი ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებს, ეს უკვე აშკარაა.

მადრიდის გარეუბანში "ლეგანესისა" და "გრანადას" მატჩს 6-ქულიანი ეთქმის. მადრიდელებმა სტუმრები კონტრშეტევაზე გამოიჭირეს და
ანდალუსიელები გასავარდნ ზონაში დატოვეს. შეცვლაზე შესულმა დარვინ მაჩისმა თითქმის ცარიელ კარში გაიტანა.

მატჩიდან მას და მარცხენა მცველ დიეგო რიკოს გამოვარჩევთ. მაჩისს დავუბრუნდეთ, როგორც კი გამარჯვების გოლი გაიტანა ვენესუელელმა, ჟესტით პატიება ითხოვა - საქმე ისაა, რომ მაჩისი "გრანადას" ფეხბურთელია, "ლეგანესში" კი იჯარით თამაშობს.

იპურუაში ზინედინ ზიდანის კრებულს ძირითად შემადგენლობას ვერაფრით უწოდებდი - ფრანგი ტრავმების, დისკვალიფიკაციებისა და ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მატჩის გამო დაზარალდა. ალვარო მორატამ ყვითლების ლიმიტი ამოწურა, ხოლო გარეთ ბეილს "ლას პალმასთან" ჩადენილი სულელური საქციელისთვის სულაც 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

თითქოს, ეს არ კმაროდა, როცა გაირკვა, რომ კუნთის ტრავმის გამო კრიშტიანო რონალდოც ვერ ითამაშებდა, ბასკეთში ვერც რაფაელ ვარანი გაემგზავრა, ხოლო მარსელო, კროოსი და კარვახალი ფრანგმა უბრალოდ დაასვენა "ნაპოლისთან" თამაშის წინ. მიუხედავად ამისა, "სამეფო კლუბს" ევროპალიგის საგზურისთვის მებრძოლ "ეიბართან" არ გასჭირვებია - ნახევარ საათში უკვე 3:0-ს იგებდა.

ქარიმ ბენზემას არ უჭირს, როცა მოედანზე დომინანტი ფორვარდია (ანუ ბეილი და რონალდო არ არიან) და ეს მან ახლაც დაამტკიცა, დუბლი პირველ 25 წუთში შეასრულა. გარჯა არც ხამესსა (რომელმაც ლა ლიგაში 5-თვიანი პაუზის მერე გაიტანა) და ასენსიოს დავუკარგოთ.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ძალიან გახარებული ვარ ბენზემას თამაშისა და გოლების გამო, მაგრამ იმისთვის, რომ ბენზემამ გაიტანოს, სხვებმაც კარგად უნდა ითამაშონ და დღეს სწორედ ასე იყო. სეზონი გრძელია და გუნდი ყოველთვის კარგად ვერ ითამაშებს, მაგრამ მე მომეწონა, როგორ უპასუხა გუნდმა "ლას პალმასთან" ჩაგდებულ თამაშს. მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ და ნახევარ საათში სამი გოლი გავიტანეთ.

"რეალი" ყოველთვის სერიოზულად თამაშობს და მეტოქეს პატივს სცემს. ასე იყო ამ ნახევარი საათის შემდეგაც. ლუკა მოდრიჩი დიდებული იყო, მან კარგად იცის ტემპის მართვა, როდის უნდა დააგდოს ტემპი და როდის მოუმატოს. ლუკა გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეკარე დიეგო ლოპესს არ გაუმართლა, როცა ძელიდან ასხლეტილი ბურთი მოხვდა და კარში შეგორდა. ასე გადაწყდა, რომ "ესპანიოლი" საბოლოოდ დამარცხდებოდა "ვილიარეალთან" საგარეო მატჩში - 0:2.

"ბარსამ" პირველად ითამაშა მას მერე, რაც ლუის ენრიკემ გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდიდან მიდის. მწვრთნელმა ეს იმით ახსნა, რომ სურს, ჭორებს წერტილი დაუსვას და ტიტულის მოპოვებაზე იფიქროს. ამ მხრივ, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ (ლუის ენრიკე "სელტას" "ბარსელონაში" მისვლამდე წვრთნიდა) წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, 5:0 იმარჯვა და რამდენიმე წუთით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.

ლიონელ მესიმ ბრწყინვალედ ითამაშა - 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. 2017 წელს არგენტინელი სუპერფორმაშია. უნდა ვახსენოთ ნეიმარის საოცარი გოლიც, როცა მან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და სამუელ უმტიტის სადებიუტო გოლი კატალონიურ კლუბში.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "სელტას" საუკეთესოდ ვეთამაშეთ, რომელიც არც ისე იოლი დასამარცხებელია. ყველამ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა დღეს. და როცა ასეთ მაღალ დონეზე ვასპარეზობთ, ჩვენ შეგვიძლია 5 გოლის გატანაც და მეტისაც. პსჟ "სელტას" არაფრით ჰგავს, ის დაპირისპირება წაგებულია, თუმცა ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონს დიდებულად დავასრულებთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მხოლოდ "რეალთან" სუპერთამაში არ კმარა, "ვალენსია" ისევ შავ დღეშია - "ღამურებმა" ვერაფერი გააწყვეს "ვისენტე კალდერონზე" მათ უკანასკნელ მატჩში და 0:3 წააგეს. ვოროს ბედად, ესპანურ პრიმერაში "ვალენსიაზე" ცუდი გუნდებიც მოიძებნებიან, თორემ ამ ტიტულოვან კლუბს გავარდნა არ ასცდებოდა. ანტუან გრიზმანმა უკან მოიტოვა ცუდი პერიოდი, ისევ ფორმაშია და ახლა ფრანგის ანგარიშზე 12 გოლია.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" დიდებულმა თამაშმა ფრთები შეასხა "ლას პალმასს", რომელმაც უიმედო აუტსაიდერ "ოსასუნას" 5:2 აჯობა. პირველი გოლები გაიტანა ახალ გუნდში ხესემ, რომელმაც დუბლი შეასრულა.

XXVI ტური
ბეტისი-სოსიედადი 2:3
გოლები: 0:1 იონ ბაუტისტა (9), 1:1 მანდი (16), 1:2 ჩაბი პრიეტო (26), 2:2 სანაბრია (65), 2:3 ჩაბი პრიეტო (72)
ბეტისი (5-4-1): ადანი - რ. ნავარო, მანდი, პეცელა, ტოსკა, დურმისი - ბრაშანაცი (87. დონკი), პეტროში (67. ხოაკინი), სებალიოსი, ჟ. მარტენი (22. სანაბრია) - რ. კასტრო
სოსიედადი (4-4-2): რული - ოდრიოზოლა, რ. ნავასი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა (82. გრანერო), კანალესი (67. ოიარზაბალი) - ველა, იონ ბაუტისტა (77. კ. როდრიგესი)
მაყურებელი: 29 612

ლეგანესი-გრანადა 1:0
გოლი: 1:0 მაჩისი (83)
ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი - ბუსტინცა, მანტოვანი, სიოვასი, დ. რიკო - რ. პერესი, მორანი (90. ინსუა) - ელ ჟარი, გაბრიელი, შიმანოვსკი (64. მაჩისი) - გერერო (77. ლუსიანო)
გრანადა (5-4-1): ოჩოა - კუენკა, ვეზუ, ლომბანი (86. პონსე), ინგასონი, ლიტრი - კარსელა-გონსალესი (59. კონე), სამპერი, ვაკასო, ა. პერეირა (72. ბოგა) - ა. რამოსი
მაყურებელი: 9 472

ეიბარი-რეალი 1:4
გოლები: 0:1 ბენზემა (14), 0:2 ბენზემა (25), 0:3 ხ. როდრიგესი (29), 0:4 ასენსიო (60), 1:4 პენია (72)
ეიბარი (4-2-3-1): იოელი - კაპა, მ. დოს სანტოსი, რამისი, ლუნა (55. არბილია) - ესკალანტე, დ. გარსია - პედრო ლეონი (87. ინუი), ადრიანი (63. რივერა), პენია - ენრიჩი
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო, პეპე, ს. რამოსი, ნაჩო - ხ. როდრიგესი (75. ისკო), კაზემირო, მოდრიჩი (71. კოვაჩიჩი) - ლ. ვასკესი, ბენზემა (65. მ. დიასი), ასენსიო
მაყურებელი: 6 740

ვილიარეალი-ესპანიოლი 2:0
გოლები: 1:0 რ. სორიანო (45), 2:0 დ. ლოპესი (80 ს. კ.)
ვილიარეალი (4-4-2): ა. ფერნანდესი - მარიო გასპარი, ალვარო, რუისი, ხ. კოსტა - კასტილიეხო, ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, რ. სორიანო (72. რ. ერნანდესი) - სოლდადო (63. ჯონ. დოს სანტოსი), ბაკამბუ (88. ბორე)
ესპანიოლი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ხ. ლოპესი (76. ე. პერესი), ო. დუარტე, დ. რეიესი, კარიკოლი - დ. ლოპესი, როკა (84. პ. დიოპი) - მელენდო, ხურადო, პიატი (56. კაისედო) - ჟ. მორენო
მაყურებელი: 17 315

ბარსელონა-სელტა 5:0
გოლები: 1:0 მესი (24), 2:0 ნეიმარი (40), 3:0 რაკიტიჩი (57), 4:0 უმტიტი (61), 5:0 მესი (64)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო (67. ინიესტა), პიკე, უმტიტი, ალბა - რაფინია, ბუსკეტსი (61. მასკერანო), რაკიტიჩი - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი (70. დ. სუარესი)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - რონკალია, კაბრალი, ს. გომესი, ხონი - ვასი (68. მ. დიასი), რადოია - მალიო, ასპასი, ბონგონდა (51. სისტო) - გუიდეტი (62. ხოსაბედი)
მაყურებელი: 77117

სპორტინგი-დეპორტივო 0:1
გოლი: 0:1 მოსკერა (45)
სპორტინგი ხ. (4-1-4-1): კუელიარი - დ. პერეირა (75. ჩოპი), მერე, ამორებიეტა, კანელია - ვესგა - კარმონა, ს. ალვარესი, მ. გომესი (14. ვ. როდრიგესი), ბურგუი - ლ. ტრაორე
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - მოსკერა, ბორხესი - ფახრი, ჩოლაქი (57. ხილი), ლუიზინიო (85. ოლა ჯონი) - ანდონე (66. ხოსელუ)
გამოუყენებელი პენალტი: ჩოლაქი (32)
მაყურებელი: 24 307

ატლეტიკო-ვალენსია 3:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (10), 2:0 გამეირო (48), 3:0 გრიზმანი (83)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, სავიჩი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო (77. თომასი), გაბი, ს. ნიგესი, კოკე - გრიზმანი (85. ა. კორეა), გამეირო (71. გაიტანი)
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - კანსელო, გარაი, მანგალა, გაია - სოლერი, ე. პერესი (67. ბაკალი), პარეხო - ელ ჰადადი (67. მინა), ძაძა, ორელიანა
მაყურებელი: 46 473

ლას პალმასი-ოსასუნა 5:2
გოლები: 1:0 ხესე (7), 1:1 კოდრო (31), 1:2 კოდრო (37), 2:2 ლივაია (55), 3:2 უ. გარსია (70 ს. კ.), 4:2 მესა (76), 5:2 ხესე (87)
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - სიმონი, მ. ლემოსი (83. დ. გარსია), ბიგასი, დ. კასტელიანო - მესა, ვ. გომესი - ტანასუ (68. ბოატენგი), ვიერა, ხესე - ლივაია (73. ჰალილოვიჩი)
ოსასუნა (4-2-3-1): სირიგუ - ოიერი, უ. გარსია, დ. გარსია, ფუენტესი - ლოე, მერიდა - დე ლას კუევასი (73. ს. ლეონი), ოლავიდე (59. ბერენგერი), რომერო - კოდრო
მაყურებელი: 19 911

ბილბაო-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 რაულ გარსია (72-პენ)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ლეკუე, ი. ალვარესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი - სუსაეტა (86. საბორიტი), რაულ გარსია, მუნიაინი (62. ვილიალიბრე) - ვილიამსი (77. ბოვედა)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, დემიკელისი, ლ. ერნანდესი, ხუან კარლოსი - დ. ლორენტე, ნაჩო კამაჩო (87. ს. რამირესი) - კეკო (79. ენ ნესირი), ფორნალსი, ხონი (73. გ. კასტრო) - შარლესი
მაყურებელი: 33 438

ორშაბათი. 6 მარტი
ალავესი-სევილია 23:45

ბომბარდირები: 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 18 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 14 - იაგო ასპასი (სელტა); 12 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

გამოტოვებული თამაში
8 მარტი:
დეპორტივო-ბეტისი.

მომდევნო ტური
10 მარტი:
ესპანიოლი-ლას პალმასი;

11 მარტი:
ვალენსია-სპორტინგი, სევილია-ლეგანესი, მალაგა-ალავესი, გრანადა-ატლეტიკო;

12 მარტი:
რეალ სოსიედადი-ბილბაო, დეპორტივო-ბარსელონა, სელტა-ვილიარეალი, რეალი-ბეტისი;

13 მარტი:
ოსასუნა-ეიბარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძრწოდეს არა ხახვის კომპოტი :D გაფრინდება ბარცელონა შურუპივვით ლიგიდან :D:)
0

სიახლეები პოპულარული