ლა ლიგა. XXVIII ტური: როგორ აორთქლდა "სევილიას" საჩემპიონო შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
კიკე სეტიენის უდავოდ ყოჩაღმა "ლას პალმასმა" "ყვითელ წყალქვეშა ნავს" კევინ პრინს ბოატენგის წყალობით სამმატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსები შეუმცირა.

ბუნებრივია, ამაში დიდწილად, ვიქტორ რუისიცაა დამნაშავე, რომელმაც იგივე ბოატენგი საჯარიმოს ხაზთან ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოცელა და "ვილიარეალი" 10 კაცის ამარა დატოვა, მაგრამ მცველს სხვა გზა არ რჩებოდა, განელი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, ის კი მაღალი კლასის ფეხბურთელია და ასეთ შანსებს არ ანიავებს. მანამდე ექსშალკელმა და ექსმილანელმა დავიდ კასტელიანოს შესანიშნავი ჩაწოდება გამოიყენა და გამარჯვების გოლი მხრით (!)
გაიტანა.

თამაშის მერე სეტიენმა განაცხადა, რომ ხელმძღვანელობას ვერაფრით შეუთანხმდა და მაისის ბოლოს "ლას პალმასს" დატოვებს. უცნაურია...

ბასკურ იპურუაში "ეიბარისა" და "ესპანიოლის" შეხვედრიდან ერთადერთი, რისი გამოყოფაც ღირს, სტუმარი ხოსე ხურადოს ულამაზესი გოლია.

მართალია, კრიშტიანო რონალდოს ბილბაოში არ გაუტანია, მაგრამ პორტუგალიელს ურიგოდ არ უთამაშია - ბოლოს და ბოლოს, ორივე საგოლე პასი მის ანგარიშზეა. თანაც, ქარიმ ბენზემასა და კაზემიროს იმ სიტუაციებში გატანაზე მეტად აცილება გაუჭირდებოდათ. მიუხედავად ამისა, ყველას გაუკვირდა, როცა ზინედინ ზიდანმა თავისი სუპერვარსკვლავი გამოცვალა.

"რეალმა" "ბილბაო" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ახლა უმძიმესი აპრილი ელის, რომლის განმავლობაშიც "ატლეტიკოს", "ბარსელონასა" და ორჯერ "ბაიერნს" დაუპირისპირდება. მომდევნო ტურში "სამეფო კლუბს" გამარჯვების გოლის ავტორი კაზემირო დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება. ბენზემას გოლი 119-ე იყო ლა ლიგაში ფრანგისთვის. ის "რეალის" ლეგენდა ამანსიოს დაეწია და მასთან ერთად მეათე ადგილს იყოფს კლუბის ისტორიაში. პირველი, რა თქმა უნდა, რონალდოა 280 გოლით.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "11 ტური დარჩა და ჩვენ ვლიდერობთ, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. ამ სტადიონზე გამარჯვების მიღწევა ძალიან ძნელია. ბევრი გარჯა დაგვჭირდა და გუნდმაც მტკიცე ხასიათი გამოავლინა. ვიცით, რომ წინ ბევრი ასეთი მძიმე მატჩი გველის. რაც შეეხება რონალდოს შეცვლას, ამაში არაფერია გასაკვირი. კრიშტიანოს შეცვლა ისევე შეიძლება, როგორც ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის. თავად კმაყოფილია, რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ. დღეს შემტევმა სამეულმა ძალიან დიდი ენერგია შეალია მატჩს, ამიტომ ქარიმი და კრიშტიანო გამოვცვალეთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბასკური დერბი ვიტორიაში "ალავესმა" 1:0 მოიგო, "რეალ სოსიედადის" კარში გოლის გატანის შემდეგ ბრაზილიელმა დეივერსონმა ლამის ბოლომდე ჩაიხადა ტრუსი და ახლა ამისთვის შესაძლოა, ჯარიმაც კი დააკისრონ. ამ შეხვედრაში დეივერსონმა და მარკოს ლორენტემ მართლაც საუკეთესოდ ითამაშეს, სტუმართა გუნდიდან კი თუ ვინმეს გამოყოფა შეიძლება, ეს უდავოდ გოლკიპერი ხერონიმო რულია.

"ოსასუნას" თამაშის ცქერა მხოლოდ სინანულს თუ იწვევს, ნავარული კლუბი ძალიან სუსტად ასპარეზობს და ცალი ფეხით ქვედა ლიგაშია. სევილიაში "ბეტისმა" ისე აჯობა "ოსასუნას", რომ ოფლიც არ მოუდენია - ორთვენახევრიანი პაუზის მერე, როგორც იქნა, გაიტანა ვეტერანმა რუბენ კასტრომ.

საოცარია, მაგრამ ფაქტია - სუპერშემტევი ხორხე სამპაოლისგან არაფერი დარჩა, არგენტინელმა სიფრთხილეს მოუხშირა და... ჩემპიონთა ლიგაზეც და ლა ლიგაშიც ამით მხოლოდ წააგო. "ატლეტიკოსთან" მატჩში მან სტევან იოვეტიჩი მხოლოდ მეორე ტაიმში შემოუშვა, "სევილიამ" კი პირწმინდად დათმო დიეგო სიმეონეს გუნდთან. ახლა "ატლეტიკო" მხოლოდ ორი ქულითღა ჩამორჩება "სევილიას". და კიდევ ერთი - ესპანური მედია ამტკიცებს, რომ სტივენ ნ'ზონზის "სევილია" ამ ზაფხულში დაკარგავს, მას "იუვენტუსი" 40 მილიონ ევროდ წაიყვანს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხორხე სამპაოლი (სევილია): "დიდი ხანია, არ წაგვიგია. უნდა ვაღიაროთ, რომ ამით "სევილიას" საჩემპიონო შანსები აორთქლდა. "რეალს" 8 ქულით ჩამოვრჩებით და რეზერვში მათ კიდევ თამაში აქვთ. მთავარია, ჩემპიონთა ლიგის საგზური ისე მოვიპოვოთ, პლეი ოფი არ დაგვჭირდეს".

6-გოლიანი თრილერი ვიხილეთ "კამპ ნოუზე", თუმცა "ვალენსია" თითქმის უშანსოდ იყო, რადგან პირველ ტაიმში ელიაკიმ მანგალა გაუძევეს. ლეო მესიმ დუბლი შეასრულა და ლა ლიგაში გოლების რაოდენობა 25-მდე გაზარდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXVIII ტური
ლას პალმასი-ვილიარეალი 1:0
გოლი: 1:0 ბოატენგი (10)
ლას პალმასი (4-2-3-1): რაული - სიმონი, მ. ლემოსი, ბიგასი, დ. კასტელიანო - მესა, ვ. გომესი - მ. გარსია (59. მომო), ვიერა, ტანასუ (82. ჰალილოვიჩი) - ბოატენგი (73. ხესე)
ვილიარეალი (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - მარიო გასპარი, მუსაჩო, რუისი, ხ. კოსტა - ბრუნო სორიანო, ტრიგეროსი - კასტილიეხო (24. ალვარო), რ. სორიანო (83. ბაკამბუ), ჯონ. დოს სანტოსი - სანსონე (67. ბორე)
გაძევება: რუისი (19)
მაყურებელი: 18 717

ეიბარი-ესპანიოლი 1:1
გოლები: 1:0 კიკე (20), 1:1 ხურადო (50)
ეიბარი (4-4-2): იოელი - კაპა, რამისი, ლეჟონი, არბილია - პედრო ლეონი, ესკალანტე, დ. გარსია, ინუი (81. ბებე) - კიკე (75. პენია), ენრიჩი
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი - ხ. ლოპესი, ო. დუარტე, დ. რეიესი, კარიკოლი - ე. პერესი (66. როკა), დიოპი (53. ვ. სანჩესი), დ. ლოპესი, ხურადო - კაისედო (82. ა. ვასკესი), ჟ. მორენო
მაყურებელი: 5 340

ბილბაო-რეალი 1:2
გოლები: 0:1 ბენზემა (25), 1:1 ადურისი (65), 1:2 კაზემირო (68)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, ი. ალვარესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - იტურასპე, ბენიატი (79. მ. რიკო) - ვილიამსი, რაულ გარსია (86. სუსაეტა), ლეკუე (59. მუნიაინი) - ადურისი
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ნაჩო, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (62. ლ. ვასკესი), კაზემირო, კროოსი - ბეილი, ბენზემა (85. მორატა), რონალდო (79. ისკო)
მაყურებელი: 49 095

ალავესი-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 დეივერსონი (44)
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - კიკო, ლაგუარდია, ელი, ტ. ერნანდესი - მ. ლორენტე, მ. გარსია - რომერო (68. ე. მენდესი), კამარასა, იბაი (85. ტოკერო) - დეივერსონი (75. კ. სანტოსი)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ოდრიოზოლა, რ. ნავასი, მ. გონსალესი, ი. ბერჩიჩე - გურიდი (76. კანალესი), გრანერო - ველა, ჩაბი პრიეტო, ოიარზაბალი (61. ხუანმი) - ოლა ჯონი (70. ბერგარა)
გაძევება: გრანერო (67. სოსიედადი)
მაყურებელი: 19 840

ბეტისი-ოსასუნა 2:0
გოლები: 1:0 რ. ნავარო (4), 2:0 რ. კასტრო (28)
ბეტისი (5-3-2): ადანი - რ. ნავარო, მანდი, პეცელა, ტოსკა, დურმისი - პარდო (82. დონკი), ბრაშანაცი, სებალიოსი (88. პეტროში) - სანაბრია, რ. კასტრო (66. ხოაკინი)
ოსასუნა (4-4-2): სირიგუ - რედრადო, ოიერი, ვუიადინოვიჩი, კლერკი - რ. ტორესი (75. დე ლას კუევასი), ლოე, მერიდა (70. ჩაუშიჩი), რომერო - ს. ლეონი (75. ო. რიერა), კოდრო
მაყურებელი: 32 375

ლეგანესი-მალაგა 0:0
ლეგანესი (3-4-2-1): ერერინი - ბუსტინცა, მანტოვანი, სიოვასი - ტიტო (60. სამუელი), მორანი, რ. პერესი, დ. რიკო - ელ ჟარი (68. უ. ლოპესი), შიმანოვსკი (86. მაჩისი) - გერერო
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ლ. ერნანდესი, დ. ლორენტე, ხუან კარლოსი - ფორნალსი, ხ. როდრიგესი (86. დუდა), ნაჩო კამაჩო, გ. კასტრო (62. ხონი) - ს. რამირესი (71. კეკო), შარლესი
მაყურებელი: 10 127

ატლეტიკო-სევილია 3:1
გოლები: 1:0 გოდინი (37), 2:0 გრიზმანი (61), 3:0 კოკე (77), 3:1 ხ. კორეა (85)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო (2. ხუანფრანი), სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, ს. ნიგესი, ფერეირა-კარასკო (83. გაიტანი) - გრიზმანი, გამეირო (63. ფ. ტორესი)
სევილია (5-4-1): ს. რიკო - მარიანო, მერკადო, რამი, ლონგლე (46. იოვეტიჩი), ესკუდერო - სარაბია (64. იბორა), ნასრი, ნ'ზონზი, ვიტოლო - ბენ იედერი (64. ხ. კორეა)
მაყურებელი: 49 831

სპორტინგი-გრანადა 3:1
გოლები: 0:1 ინგასონი (51), 1:1 ლ. ტრაორე (60), 2:1 ბაბენი (64), 3:1 კარმონა (67)
სპორტინგი ხ. (4-1-4-1): მარინო - დ. პერეირა, მერე, ბაბენი, კანელია - ვესგა - კარმონა, ს. ალვარესი, ვ. როდრიგესი (56. ლ. ტრაორე), ბურგუი (84. ი. ლოპესი) - კ. კასტრო (80. ნდი)
გრანადა (5-4-1): ოჩოა - ფულკიე, სონიე, ინგასონი, გ. სილვა, კუენკა (67. კრავეცი) - კარსელა-გონსალესი, აგბო, ანგბანი (76. სამპერი), ა. პერეირა - ბოგა (76. მალე)
გამოუყენებელი პენალტი: ლ. ტრაორე (82)
მაყურებელი: 25 070

დეპორტივო-სელტა 0:1
გოლი: 0:1 ასპასი (74)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, ალბენტოსა, არიბასი, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი, მოსკერა - გამა (60. ხილი), ბორხესი, ფახრი (77. ჩოლაქი) - ხოსელუ (66. ანდონე)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, რონკალია, ხონი - რადოია, პ. ერნანდესი - ასპასი, ვასი (87. ხოსაბედი), ბონგონდა (71. სისტო) - გუიდეტი (12. ბოვიუ)
მაყურებელი: 30 760

ბარსელონა-ვალენსია 4:2
გოლები: 0:1 მანგალა (29), 1:1 ლ. სუარესი (35), 2:1 მესი (45-პენ), 2:2 ელ ჰადადი (45), 3:2 მესი (52), 4:2 ანდრე გომეში (89)
ბარსელონა (3-3-1-3): ტერ შტეგენი - მასკერანო, პიკე, უმტიტი - რაფინია (74. ანდრე გომეში), ბუსკეტსი, ინიესტა - რაკიტიჩი (65. ს. რობერტო - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - მონტოია, გარაი, მანგალა, გაია - სოლერი, ე. პერესი, პარეხო - კანსელო (84. ბაკალი), ელ ჰადადი (73. ძაძა), ორელიანა (46. აბდენური)
გაძევება: მანგალა (44)
მაყურებელი: 78 675

ბომბარდირები: 25 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - იაგო ასპასი (სელტა); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

მომდევნო ტური
31 მარტი:
ესპანიოლი-ბეტისი;

1-ლი აპრილი:
ვილიარეალი-ეიბარი, ოსასუნა-ბილბაო, რეალ სოსიედადი-ლეგანესი, მალაგა-ატლეტიკო;

2 აპრილი:
სევილია-სპორტინგი ხ, რეალი-ალავესი, ვალენსია-დეპორტივო, გრანადა-ბარსელონა, სელტა-ლას პალმასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული