ამაზე ადრეც საუბრობდნენ და ახლა მით უმეტეს, როდესაც "ლეგანესისა" და "რეალის" მატჩისას უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. კოლუმბიელი ზინედინ ზიდანს ძირითად შემადგენლობაში ჰყავდა გამწესებული და ისიც ცუდად არ თამაშობდა, მაგრამ 72-ე წუთზე ზიზუმ ხამესი მისი ერთ-ერთი უშუალო კონკურენტით, ისკოთი შეცვალა.
მართალია, ამ მოთამაშეებს ცოტა განსხვავებული სტილი აქვთ, მაგრამ ბოლო დროს საკითხი ასე იდგა - "რეალს" ორივე თუ არა, ან ხამესი დატოვებს და ანაც ისკოო. ზიდანი კი ამას
მინდვრიდან გასვლის მერე იგი ზიდანისკენ არც წასულა, არც ზიზუს გამოუხედავს, მერე კი ხამესმა სათადარიგოთა სკამს ხელები უბრახუნა. "მარკამ" ხამესის ტუჩების მოძრაობა სპეციალისტს გააშიფრინა: "ამ დედა***-მა მთელი თამაში ისევ არ მომცა".
როგორც ამბობენ, კოლუმბიელი სულ მალე განუცხადებს "რეალს", რომ წასვლა უნდა და იმედი ექნება, რომ მადრიდელები ამაში ხელს არ შეუშლიან. ცხადია, მსუყე კონპენსაციის სანაცვლოდ. ამბობენ იმასაც, რომ როდრიგესს მომავალი გუნდიც შერჩეული ჰყავს - "მანჩესტერ იუნაიტედი". სხვებისა არ იყოს, "წითელი ეშმაკები" დიდი ხანია, 25 წლის ხამესს უტრიალებენ.
"რეალსა" და "იუნაიტედს" შორის ერთ დროს ჩაშლილი თანამშრომლობა შეიძლება ახლა განხორციელდეს - დავიდ დე ხეას შესაძლო ტრანსფერს ვგულისხმობთ. როგორც გახსოვთ, ეს ტრანსფერი ერთხელ გაუგებრობის გამო ჩაიშალა, ახლა კი "სამეფო კლუბი" თავიდან იწყებს მცდელობებს და დე ხეას არ ეშვება.
ალბათ, გახსოვთ, რომ მაშინ 26 წლის ესპანელ მეკარესაც სურდა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგება, მაგრამ რადგან ეს არ მოხერხდა, "მანჩესტერში" დარჩა და ახალი კონტრაქტის გაფორმებასაც დაყაბულდა, ოღონდ იმ პირობით, რომ კლუბი გამოსასყიდი თანხის პუნქტს არ ჩაწერდა კონტრაქტში. ასე რომ, ახლა ყველაფერი დე ხეას კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"