ლა ლიგა. XXXI ტური: "ბარსელონამ" გრიზმანის საჩუქარი ვერ შეირგო [VIDEO]

AutoSharing Option
8 აპრილს ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

ტურის მთავარი დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა, სადაც მადრიდულ დერბიში "რეალი" "ატლეტიკოს" დაუზავდა - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ტონი კროოსმა საჯარიმო ჩააწოდა, რომელსაც თავით პეპე გამოეხმაურა. შემდეგ კი ანხელ კორეამ ანტუან გრიზმანს გაატანინა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქემ კარგი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ ბოლოს თავი საუკეთესოდ ვერ წარმოვაჩინეთ. მეორე გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ ბოლო 5 წუთში კარი უკეთ უნდა
დაგვეცვა.

ახლა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ. არ მიმაჩნია, რომ ფიზიკურად გაგვიჭირდა და ქულები იმიტომ დავკარგეთ. დიდი ალბათობით, ეს იყო კონცენტრაციის წამიერი დაკარგვა. შედეგით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ხვალიდან სეზონის ბოლომდე მხოლოდ ღიმილით სიარულს ვაპირებ".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "რეალის" გოლი მოულოდნელი იყო ჩვენთვის, მაგრამ მანამდე მეტოქემ ისეთი ვერაფერი შექმნა ჩვენს კართან. გოლის მერე რამდენიმე წუთი აზრზე ვერ მოვედით, თუმცა ბოლოს ეს მაინც მოვახერხეთ. ცოტა არ იყოს, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რადგან ბოლოს მოგებაც შეგვეძლო.

გრიზმანი? არ ვიცი, ოდესმე თუ წავა "ატლეტიკოდან", მაგრამ მე მისი თამაშითა და ენთუზიაზმით აღფრთოვანებული ვარ. ყველას დაგვრჩა შეგრძნება, რომ თამაშის მოგება შეიძლებოდა".

"ატლეტიკოს" საჩუქარი ვერ შეირგო "ბარსელონამ", რომელმაც სულაც წააგო სტუმრად "მალაგასთან" - 0:2. პირველ ტაიმში ყოფილ გუნდს სანდრო რამირესმა გაუტანა. მეორეში "ბარსელონა" 10 კაცით დარჩა, რადგან ნეიმარი უხეშობისთვის გააძევეს. მატჩის მიწურულს "მალაგამ" "ბარსა" კონტრშეტევებაზე კიდევ ერთხელ დაიჭირა და ხონიმ ანგარიშს წერტილი დაუსვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როგორც იქნა, ძველებური, შემტევი ფეხბურთი გვაჩვენა "სევილიამ", რომელმაც 4:2 სძლია "დეპორტივოს". 6-დან 5 გოლი პირველ ტაიმში გავიდა, 3 კი პირველ ათ წუთში. გამარჯვებულთა რიგებში თავი სტევან იოვეტიჩმა, პაბლო სარაბიამ, ხოაკინ კორეამ და შეცვლაზე შესულმა ვისამ ბენ იედერმა გაიტანეს. გალისიელთა რიგებში დუბლი შეასრულა გაელ კაკუტამ.

"ესპანიოლმა" პაბლო პიატის გოლის წყალობით ზედიზედ მესამე მარცხი აგემა "ალავესს" - 1:0.

შაბათი. 8 აპრილი
ესპანიოლი-ალავესი 1:0
გოლი: 1:0 პიატი (56)

რეალი-ატლეტიკო 1:1
გოლები: 1:0 პეპე (52), 1:1 გრიზმანი (85)

სევილია-დეპორტივო 4:2
გოლები: 1:0 იოვეტიჩი (2), 1:1 კაკუტა (4), 2:1 სარაბია (9), 2:2 კაკუტა (25), 3:2 ხოაკინ კორეა (32), 4:2 ბენ იედერი (87)

მალაგა-ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 სანდრო რამირესი (32), 2:0 ხონი (90)
გაძევება: ნეიმარი (65)

პარასკევი. 7 აპრილი
ვილიარეალი-ბილბაო 3:1

კვირა. 9 აპრილი
გრანადა-ვალენსია 14:00
სელტა-ეიბარი 18:15
ოსასუნა-ლეგანესი 20:30
ლას პალმასი-ბეტისი 22:45

ორშაბათი. 10 აპრილი
სოსიედადი-სპორტინგი 22:45

1. რეალი - 72 ქულა; 2. ბარსელონა - 69; 3. ატლეტიკო - 62; 4. სევილია - 61; 5. ვილიარეალი - 54.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სიმეონეც მემგონი წაუმზევებს უკვე... რა გოლის გარდა ვერაფერი ვერ შეგვიქმნესო დააღუნეს ბურთი სახეზე კაგრად გადარჩნენ რო არ განადგურდნენ
effe
10:21 09-04-2017
0

სიახლეები პოპულარული