რონალდომ ტრავმა მოირჩინა, მაგრამ არ ითამაშებს

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდომ კლუბის ლაზარეთი დატოვა. პორტუგალიელმა მარტის დასაწყისში მიღებული ტრავმა სრულად მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

თუმცა "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ აპირებს მოთამაშის ჯანმრთელობასთან მიმართებაში გარისკოს და პრიმერადივიზიონის უახლოეს მატჩში "ერკულესთან" და ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ შეხვედრაში "ლიონთან", რომელიც 16 მარტს გაიმართება, მის დასვენებას გეგმავს.


მომზადებულია AS-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული