ის კი არა, ნელ-ნელა, შარშანდელივით, გამოიკვეთა "ვალენსიას" მესამეადგილოსნობა. ყველა აპრილის კვანძის გახსნას - კლასიკოს ელის, მანამდე კი "ბარსელონას" რთულ საგარეო მატჩებზე "რეალის" გულშემატკივრებს იმედი უჩნდებოდათ, იქნებ, ახლა მაინც წაიფორხილოს ჩემპიონმა. 28-ე ტურიც სწორედ ასეთია - მესი და კომპანია ანდალუსიაში მიდის, სადაც მტრულად განწყობილი "სანჩეს
"სევილიასთან" დაპირისპირება კვირასაა, დღეს ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც თავადაც მკურნალობს, ანდალუსიაში გამგზავრების წინ ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს. მის განკარგულებაშია 19 ფეხბურთელი პირველი გუნდიდან და ერთი სარეზერვო გუნდიდან (ხორდი მასიპი). ტრავმირებული მხოლოდ კარლეს პუიოლია, რომელიც სევილიაში ვერ ითამაშებს. ივარჯიშა, თუმცა მხოლოდ ინდივიდუალურად პედრომ, მიზეზი მცირე ტრავმაა.
ეს თამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრიანო კორეიასთვის, რომელიც შარშანდელ სეზონში სწორედ "სევილიას" ღირსებას იცავდა: "ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესია სევილიელი გულშემატკივრების წინაშე თამაში. მახსოვს, სუპერთასზე პუბლიკამ რა თბილად მიმიღო, არადა მეშინოდა, არ ესტვინათ ჩემთვის. მე იმ ხალხის უზომოდ მადლიერი ვარ. "სევილიასთან" სტუმრად თამაში სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა "ბარსასთვის". ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რადგან ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო რჩება ჩემპიონატის დასრულებამდე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა ადრიანომ, რომელსაც, როგორც ჩანს, ისევ გარანტირებული აქვს კარგი დახვედრა ყოფილი გუნდის ფანებისგან, რადგან ბრაზილიელი ყოველთვის კარგად იხსენებს "სევილიაში" გატარებულ დროს.
"სევილიას" მსოფლიოს ჩემპიონი ლიდერი ხესუს ნავასი აცხადებს, რომ ძალიან რთული მატჩი ელის მის გუნდს ჩემპიონთან, თუმცა ეჭვიც არ ეპარება, რომ 3 ქულა ანდალუსიაში დარჩება: "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მიაღწიეს საოცარ ურთიერთგაგებას, მათ შეუძლიათ თვალდახუჭულებმა გაითამაშონ დიდებული კომბინაციები. ასეთ მეტოქეს მხოლოდ უდიდესი კონცენტრაციით თუ დაუპირისპირდები. მიუხედავად იმისა, რაც ვთქვი, "ბარსასთან" 3 ქულის მოპოვება შესაძლებელია. მათი მთავარი ფიგურა მესია, მაგრამ არც ჩავი, ინიესტა, პედრო და სხვებია დასავიწყებელი. მოსაგებად, რა თქმა უნდა, ჩვენი ფანების სრული მხარდაჭერაც დაგვჭირდება", - ამბობს ხესუს ნავასი.
"ბარსას" მდევარი "რეალი" ერთი დღით ადრე ანუ დღეს თამაშობს "სანტიაგო ბერნაბეუზე". ერთ დროს "კამპ ნოუზე" "ბარსას" დამმარცხებელი ვალენსიის მხარის წარმომადგენელი ნელ-ნელა იმ ადგილს დაუბრუნდა, რასაც უწინასწარმეტყველებდნენ - გასავარდნ ზონას. ჟოზე მოურინიო "ერკულესთან" მატჩს 19 ფეხბურთელით ხვდება. მათ შორისაა ლასანა დიარა, რომელიც წინა ტურში დისკვალიფიცირებული იყო. ტრავმები მოიშუშეს არბელოამ, გარაიმ და ხედირამ. "ერკულესთან" ვერ ითამაშებენ იგუაინი, რონალდო (კიდევ ერთი შანსი მესის, წინ გაიჭრეს "პიჩიჩისთვის" ბრძოლაში), კაკა, გაგო და პედრო ლეონი. არ ითამაშებს რიკარდო კარვალიო, თუმცა ერთი მოურინიომ იცის, რატომ - პორტუგალიელს ტრავმა არ აწუხებს, ის მწვრთნელმა სიაში არ შეიყვანა - ალბათ, "ლიონისთვის" ასვენებს.
"ერკულესი" ისედაც განწირულს ჰგავს "რეალთან" მატჩში, თუმცა მას მერე, რაც გაირკვა, რომ მუხლის სამკურნალოდ მათი მთავარი მეგოლე დავიდ ტრეზეგე იტალიაში წავიდა, სტუმრებზე ფსონის ჩამოსვლას არავის ვურჩევთ. მით უფრო, რომ ტრავმირებულია როისტონ დრენტე, რომელსაც ისედაც არ დართავდა "რეალი" თამაშის უფლებას, რადგან ამ გუნდს ეკუთვნის.
"ერკულესი" გულს და სულს ჩადებს ამ თამაშში. ასე რომ, ჩვენ ერთი წუთითაც არ უნდა მოვეშვათ მეტოქეს, რომ მორიგი 3 ქულა მოვიპოვოთ", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ - "ჩვენ გვსურს "ბერნაბეუზე" წარმატებები განვაგრძოთ, სოლიდურად თუ ვითამაშებთ, "ლიონის" წინ განწყობას ერთი-ორად ავიმაღლებთ. ბენზემას შესახებ ყველანი ერთი აზრის ვართ, მან მოუმატა და კარგად თამაშობს, მაგრამ ის ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც კიდევ მეტი შეუძლია. რაც შეეხება იოზილს, მისი პროგრესი ფანტასტიკურია - ფეხბურთელი დღითი დღე ხდება "რეალის" ლიდერი, ზაფხულში ჩვენ გერმანელი ძალიან იაფად ჩავიგდეთ ხელში."
დღეს
ალმერია-ატლეტიკო 21:00
დისკვალიფიკაცია: ა. დომინგესი (ატლ)
ტრავმა: პიატი (ალმ)
რეალი-ერკულესი 23:00
ტრავმა: რონალდო, იგუაინი, კაკა, პედრო ლეონი, რ. კარვალიო - დრენტე, ტრეზეგე, ტოტე, პენია
სარაგოსა-ვალენსია 01:00
ტრავმა: ფრანკო, ლაფიტა, ბრაულიო - მადურო, ალბელდა
ხვალ
ესპანიოლი-დეპორტივო 20:00
დისკვალიფიკაცია: ამატი - კოლოტო, რ. პერესი
ტრავმა: დე ლა პენია, ს. გარსია, მატიონი, დატოლო - რიკი, სისკო, ვალერონი, მ. პაბლო, სეოანე
ლევანტე-მალიორკა 20:00
ტრავმა: სერხიო - ვიქტორი
ოსასუნა-რასინგი 20:00
დისკვალიფიკაცია: სერხიო (ოს)
ტრავმა: არანდა, რუპერი, ოიერი, პანდიანი (?) - სერანო, ციოლისი, ფრანსისი (?)
რეალ სოსიედადი-მალაგა 20:00
დისკვალიფიკაცია: დემიკელისი (მალ)
ტრავმა: ხ. ლორენტე, დე ლა ბელა (?), დემიდოვი - გამესი, ბაპტიშტა, ასენხო, აპონიო (?), რუბენი (?)
ვილიარეალი-სპორტინგი 22:00
დისკვალიფიკაცია: ლორა, ეგურენი (სპორ)
ტრავმა: ა. ლოპესი, სენა (ვილ)
სევილია-ბარსელონა 00:00
დისკვალიფიკაცია: ესკუდე (სევ)
ტრავმა: ლუიშ ფაბიანო, ნეგრედო (?) - პუიოლი, ჟეფრენი
ზეგ
ხეტაფე-ბილბაო 00:00
დისკვალიფიკაცია: მიკუ (ხეტ)
ტრავმა: მანე, გავილანი, უსტარი - ი. გომესი, აურტენეჩე, ტოკერო
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 27 24 2 1 78-13 74
2. რეალი 27 21 4 2 65-20 67
3. ვალენსია 27 16 6 5 42-28 54
4. ვილიარეალი 27 15 5 7 46-29 50
5. ბილბაო 27 13 2 12 42-38 41
6. ესპანიოლი 27 13 1 13 35-39 40
7. ატლეტიკო 27 11 5 11 39-35 38
8. სევილია 27 11 5 11 41-42 38
9. სოსიედადი 27 11 2 14 38-44 35
10. მალიორკა 27 10 4 13 28-37 34
11. ხეტაფე 27 9 6 12 36-41 33
12. ლევანტე 27 9 4 14 28-38 31
13. დეპორტივო 27 7 10 10 23-36 31
14. რასინგი 27 7 9 11 25-39 30
14. ოსასუნა 27 7 8 12 27-32 29
15. სპორტინგი 27 6 10 11 25-34 28
17. სარაგოსა 27 6 9 12 24-39 27
18. ერკულესი 27 7 5 15 25-41 26
19. ალმერია 27 5 10 12 28-45 25
20. მალაგა 27 6 5 16 34-59 23
ბომბარდირები: 27 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - დავიდ ვილია (ბარსელონა); 15 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 14 - ჯუზეპე როსი (ვილიარეალი); 13 - პედრო როდრიგესი (ბარსელონა); 11 - ნილმარი (ვილიარეალი), ფელიპე კაისედო (ლევანტე); 10 - ლუიშ ფაბიანო (სევილია), დავიდ ტრეზეგე (ერკულესი), ალვარო ნეგრედო (სევილია).
.