ლა ლიგა. XXXVI ტური: მესის 50 X 5 [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგა ფინიშს მიუახლოვდა. ამ ტურში გადაწყდა, რომ "ოსასუნასთან" ერთად ელიტას "გრანადაც" დაემშვიდობება. მხოლოდ ერთი "საგზურია" თავისუფალი.

გაირკვა, რომ "ატლეტიკოს" მესამე ადგილს, რომელიც დიეგო სიმეონემ სეზონის წინ დაუგეგმა გუნდს, ქულაღა აშორებს, ეს კი ჩემპიონთა ლიგაზე გარანტირებული თამაშია. ჩემპიონობისთვის მებრძოლები კი სტატუს-კვოს ინარჩუნებენ, ლიდერი ისევ "ბარსელონაა", მაგრამ დაკარგული ქულებით ფავორიტი "რეალია". გაირკვა ისიც, თუ როდის გაიმართება "რეალის" ის ერთი "ზედმეტი" მატჩი - "სელტა" "ბალაიდოსზე" "სამეფო კლუბს" 17 მაისს უმასპინძლებს. ფაქტობრივად, გარკვეულია "პიჩიჩის" ბედიც - ბომბარდირი 99%-ით ლეო მესი იქნება, რომელმაც უკვე
35 გოლი გაიტანა ლა ლიგაში.

"სევილიამ" მესამე ადგილის მხოლოდ თეორიული შანსი შეინარჩუნა მას მერე, რაც ვერ აჯობა "რეალ სოსიედადს" - 1:1. ათი კაცით მოთამაშე "ჩური ურდინმა" ანდალუსიიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წაიღო.

ხორხე სამპაოლი (სევილია): "ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო. გარკვეული დროის განმავლობაში "სოსიედადი" აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ შემდეგ ჩვენი ჯერი დადგა. ჩვენ მხოლოდ სულ ცოტა გვაკლდებოდა გადამწყვეტ მომენტებში. ჩვენ რომ შანსების 30%-ს ვიყენებდეთ, "სევილიას" მატჩები ნაადრევად დასრულდებოდა. მაგრამ ვერ მოიგებ მაშინ, როცა ამას არ იმსახურებ. "რეალთან" თამაშს მთელი სერიოზულობით განვიხილავთ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ ჩემპიონატის ბოლო მატჩზე".

დიეგო სიმეონემ მარჯვენა მცველის პრობლემა იმით გადაწყვიტა, რომ ამ პოზიციაზე ნახევარმცველი თომასი ათამაშა. "ატლეტიკომ" "ეიბარს" მოკრძალებული ანგარიშით მოუგო - 1:0. საულ ნიგესმა ამ სეზონში 8 გოლი გაიტანა და აქედან 7 მატჩის პირველი გოლი იყო. "ატლეტიკომ" ისტორიაში მეშვიდედ შეძლო 100 გოლის გატანა სეზონში, ხოლო ამ სეზონში მე-20-ედ შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ჩვენ ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს ოთხშაბათს. ზოგისთვის "რეალთან" დაპირისპირების ამოქაჩვა შეუძლებელია, მაგრამ არა "ატლეტიკოსთვის". ჩემპიონატშიც ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია, რჩება მხოლოდ ორი ტური და მიზანი - მესამე ადგილი ჯერ მიღწეული არ არის, ქულა გვაკლია".

მესის დუბლი, ნეიმარისა და ლუის სუარესის თითო გოლი საკმარისი აღმოჩნდა "ვილიარეალის" დასამარცხებლად - 4:1. "ბარსა" ბრძოლას აგრძელებს. არგენტინელი პირველი ფეხბურთელი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, ვინც 100 დუბლი მიითვალა. ნეიმარი კი "ყვითელი წყალქვეშა ნავის" კოშმარად იქცა - 9 თამაშში 9 გოლი გაუტანა "ვილიარეალს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "გუნდმა დიდებულად ითამაშა ბურთით და უბურთოდაც. "ვილიარეალს" 4 გოლი გავუტანეთ და დავამტკიცეთ, რომ ზეწოლას გავუძელით. ნეიმარი სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამს ფეხბურთს. ასეთი რამ არავის ახასიათებს, თვით ბრაზილიელ ფეხბურთელებსაც კი. მისი დრიბლინგის ცქერა სიამოვნებაა. ხშირად ნეიმარი ბალერონს უფრო ჰგავს, ვიდრე ფეხბურთელს, იმდენად გრაციოზულია მისი მოძრაობა და სწრაფი. ამასთან, ნეიმარი არ ივიწყებს ეფექტურ თამაშს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზინედინ ზიდანმა კრიშტიანო რონალდო დაასვენა, ანდალუსიაში ტონი ადამსის "გრანადას" პირველივე ტაიმში 4 გოლი გაუტანა და ლა ლიგიდან გააგდო. დუბლები ვიხილეთ ხამეს როდრიგესისგან და ალვარო მორატასგან. წლეულს "რეალი" BBC-ის (ბეილი, ბენზემა, კრიშტიანო) პროდუქტიულობაზე შედარებით ნაკლებად არის დამოკიდებული, ხამესის, ისკოსა და ასენსიოს სამეულმა უკვე 30 გოლი მიითვალა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "მხოლოდ ჩვენზე ვფიქრობთ, მეტოქეებს არ ვუყურებთ. "რეალს" ესპანეთის ჩემპიონატში სამი ფინალი დარჩა. დიახ, დღეს მე როტაცია გამოვიყენე, რადგან ყველას ერგოს სათამაშო წუთები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "რეალის" ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია. მატჩი კარგად დავიწყეთ, პირველი ტაიმი კი საერთოდ ფენომენალური იყო. მთავარი დაკარგული ქულებით ლიდერობის შენარჩუნება იყო. ახლა შეგვიძლია ოთხშაბათის დაპირისპირებაზე ვიფიქროთ. "ატლეტიკოსთან" მძიმე მატჩი გველის".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXXVI ტური
სევილია-სოსიედადი 1:1
გოლები: 1:0 სარაბია (41), 1:1 ველა (61)
სევილია (4-2-3-1): სერხიო რიკო - მერკადო, რამი, ლონგლე, ესკუდერო - ნ'ზონზი, ფრანკო ვასკესი (68. განსო) - სარაბია, ნასრი (81. იბორა), ვიტოლო (81. იოვეტიჩი) - ბენ იედერი
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, რაულ ნავასი, ინიგო მარტინესი, ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა - ველა (81. ზუბელდია), ხუანმი (89. გრანერო), ოიარზაბალი (61. კანალესი)
გაძევება: ზურუტუზა (79)
მაყურებელი: 28 607

სპორტინგი-ლას პალმასი 1:0
გოლი: 1:0 კარმონა (67)
სპორტინგი (4-4-2): კუელიარი - დუგლასი, ბაბენი, მერე, კანელია - მოი გომესი (78. ხავი ტორესი), სერხიო ალვარესი, ვესგა, ბურგუი (83. ისმა ლოპესი) - კარლოს კასტრო (46. კარმონა), ჩოპი
ლას პალმასი (4-3-3): ვარასი - სიმონი, მაურისიო ლემოსი, ბიგასი, დანი კასტელიანო (30. ლოპეში) - მესა, მონტორო, ვიერა (82. სანტანა) - მატეო გარსია (64. ჰალილოვიჩი), ექსპოზიტო, მომო
მაყურებელი: 21 758

ატლეტიკო-ეიბარი 1:0
გოლი: 1:0 საულ ნიგესი (69)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - თომასი, გოდინი, ლუკას ერნანდესი, ფილიპე ლუიში - გაიტანი (46. ფერნანდო ტორესი), საულ ნიგესი, გაბი, კოკე - ფერეირა-კარასკო (80. ტიაგო), გრიზმანი (86. ანხელ კორეა)
ეიბარი (4-4-2): იოელი - არბილია, რამისი (59. გალვესი), ლეჟონი, ჟუნკა - პედრო ლეონი, ესკალანტე, დანი გარსია, ინუი (76. პენია) - ენრიჩი, კიკე (84. ადრიან გონსალესი)
გაძევება: გოდინი (92)
მაყურებელი: 46 748

ბარსელონა-ვილიარეალი 4:1
გოლები: 1:0 ნეიმარი (21), 1:1 ბაკამბუ (32), 2:1 მესი (45), 3:1 ლუის სუარესი (69), 4:1 მესი (82-პენ)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო (78. მასკერანო), პიკე, უმტიტი, დინი (75. ალბა) - რაკიტიჩი (83. ანდრე გომეში), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი
ვილიარეალი (4-4-2): ანდრეას ფერნანდესი - მარიო გასპარი, მუსაჩო, ალვარო გონსალესი, ხაუმე კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი, როდრიგო ერნანდესი, ტრიგეროსი, რობერტო სორიანო (72. კასტილიეხო) - ბაკამბუ (83. ადრიან ლოპესი), სოლდადო (72. სანსონე)
მაყურებელი: 90 463

გრანადა-რეალი 0:4
გოლები: 0:1 ხამეს როდრიგესი (3), 0:2 ხამეს როდრიგესი (11), 0:3 მორატა (30), 0:4 მორატა (35)
გრანადა (4-2-3-1): ოჩოა - ფულკიე, ჰონგლა, ინგასონი, გასტონ სილვა - ანგბანი, კრჰინი (46. ლომბანი) - კუენკა, ანდრეას პერეირა (81. ენტრენა), მალე (18. უჩე აგბო) - ადრიან რამოსი
რეალი (4-2-3-1): კასილია - დანილო, ნაჩო, სერხიო რამოსი, ფაბიო კოენტრაო - კაზემირო (69. ისკო), კოვაჩიჩი - ლუკას ვასკესი (77. მეხია), ხამეს როდრიგესი, ასენსიო (59. ბენზემა) - მორატა
მაყურებელი: 19 094

ალავესი-ბილბაო 1:0
გოლი: 1:0 ტეო ერნანდესი (53)
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - კიკო, ელი, ფედალი, ტეო ერნანდესი - მარკოს ლორენტე, მანუ გარსია - ედგარ მენდესი (85. ალექსისი), კამარასა (67. სობრინო), იბაი გომესი (74. ტოკერო) - დეივერსონი
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, იერაი ალვარესი, ლაპორტი, ბალენზიაგა (66. ლეკუე) - ბენიატი (79. მიკელ რიკო), სან ხოსე - ვილიამსი (85. მერინო), რაულ გარსია, მუნიაინი - ადურისი
მაყურებელი: 19 127

ვალენსია-ოსასუნა 4:1
გოლები: 1:0 გარაი (22), 2:0 გარაი (45), 3:0 ძაძა (70), 4:0 როდრიგო (75), 4:1 ოლავიდე (90)
ვალენსია (4-2-3-1): ხაუმე - მარტინ მონტოია, გარაი, მანგალა, გაია (78. მინა) - პარეხო (69. როდრიგო), ენცო პერესი - კანსელო, სოლერი (78. მედრანი), ნანი - ძაძა
ოსასუნა (5-3-2): სირიგუ - ბუნუელი (70. ფლანიო), დავიდ გარსია, ვუიადინოვიჩი, ფუენტესი, ბერენგერი - ჩაუშიჩი, ფაუსტო (32 დე ლას კუევასი), რობერტო ტორესი - რიერა, სერხი ლეონი (78. ოლავიდე)
მაყურებელი: 24 752

დეპორტივო-ესპანიოლი 1:2
გოლები: 0:1 ლეო ბაპტიშტაო (14), 0:2 ლეო ბაპტიშტაო (29), 1:2 ანდონე (47)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, ბერგანტინიოსი, ფერნანდო ნავარო - ბორხესი, გილერმე - ჩოლაქი (82. ფახრი), ექსპოზიტო (46. ხილი), ოლა ჯონი (71. მარლოს მორენო) - ანდონე
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი - მარკ ნავარო (64. როკა), დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, ვიქტორ ალვარესი - ხურადო, ვიქტორ სანჩესი, ფუეგო (69. პაპე დიოპი), პიატი (89. რუბენ დუარტე) - ლეო ბაპტიშტაო, ჟერარდ მორენო
მაყურებელი: 22 803

მალაგა-სელტა 3:0
გოლები: 1:0 ონტივეროსი (26), 2:0 რესიო (56-პენ), 3:0 სანდრო რამირესი (92)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - მიგელ ტორესი, ლუის ერნანდესი, დიეგო ლორენტე, რიკა - რესიო, ნაჩო კამაჩო - ონტივეროსი (85. კეკო), ფორნალსი (89. გონსალო კასტრო), ხონი (75. ხუან კარლოსი) - სანდრო რამირესი
სელტა (4-2-3-1): სერხიო ალვარესი - ალვარო ლემოსი, კაბრალი (59. რონკალია), სერხი გომესი, პლანასი - მარსელო დიასი, შეიხი - ბონგონდა, ხოსაბედი (82. გუიდეტი), სენე (70. ჰიულსაგერი) - ბოვიუ
მაყურებელი: 20 552

ორშაბათი. 8 მაისი
ლეგანესი-ბეტისი 22:45

ბომბარდირები: 35 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 27 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - იაგო ასპასი (სელტა); 16 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 15 - არიც ადურისი (ბილბაო), ალვარო მორატა (რეალი).

მომდევნო ტური
13 მაისი:
ესპანიოლი-ვალენსია, ოსასუნა-გრანადა;

14 მაისი:
ალავესი-სელტა, ბილბაო-ლეგანესი, ბეტისი-ატლეტიკო, ეიბარი-სპორტინგი ხ, ლას პალმასი-ბარსელონა, ვილიარეალი-დეპორტივო, რეალი-სევილია, რეალ სოსიედადი-მალაგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეცდომაა,რადგან ყველას ერგოს სათამაშო წუთები.სწორია,რათა ყველას ერგოს სათამაშო წუთები.
მაპატიეთ,მაგრამ ეს შეცდომა ძალიან გახშირდა და ამიტომ დავწერე.სიტყვა რადგან სხვა მნიშვნელობისაა,სიტყვა რათა,კი სხვა.
სოსო
10:44 08-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული