ჩინური კლუბი მზადაა, ტრანსფერის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო თავად ფეხბურთელს წლიური ხელფასი 120 მილიონი ევრო შესთავაზოს.
უახლოეს მომავალში ჩინური გუნდის წარმომადგენლები მადრიდში ჩასვლას გეგმავენ, რომ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდნენ და მასთან მოლაპარაკებები გამართონ.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში რონალდოს აგენტი ჩინეთის მეგა-შეთავაზებაზე საუბრობდა.
რონალდოს კონტრაქტის ვადა "რეალთან" 2021 წლის ივნისამდე გრძელდება.