მეგა-შეთავაზება: ჩინური კლუბი რონალდოს 120 მლნ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
ერთ-ერთმა ჩინურმა კლუბმა მადრიდის "რეალს" კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა, იუწყება ესპანური გამოცემა AS.

ჩინური კლუბი მზადაა, ტრანსფერის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო თავად ფეხბურთელს წლიური ხელფასი 120 მილიონი ევრო შესთავაზოს.

უახლოეს მომავალში ჩინური გუნდის წარმომადგენლები მადრიდში ჩასვლას გეგმავენ, რომ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდნენ და მასთან მოლაპარაკებები გამართონ.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში რონალდოს აგენტი ჩინეთის მეგა-შეთავაზებაზე საუბრობდა.

რონალდოს კონტრაქტის ვადა "რეალთან" 2021 წლის ივნისამდე გრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული