ადრე პორტუგალიურმა გაზეთმა A Bola-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რონალდოს ესპანეთის დატოვება გადასახადების დამალვის ბრალდების გამო სურს.
Marca-ს ცნობით, პორტუგალიელის შესაძლო გადასვლა არაესპანურ კლუბში დადასტურებული ინფორმაციაა.
"რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სიტუაციის შესახებ უკვე აცნობეს.
რონალდო თვლის, რომ ესპანეთის საგადასახო უწყებები მის მიმართ არასამართლიან და არაპროპორციულ ზომებს მიმართავენ და ამიტომ მან გადაწყვიტა, კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს.
"რეალი" კი აპირებს, ფეხბურთელი დარჩენაში დაარწმუნოს. ადრე "სამეფო კლუბმა" ღიად გამოაცხადა,
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის საგადასახო უწყებები ფეხბურთელს 14.7 მილიონი ევროს გადასახადების დამალვაში ედავებიან.
კრიშტიანო რონალდოს პოტენციურ მყიდველთა პრეტენდენტებად "მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ სახელდებიან. ტრანსფერი კი 180 მილიონ ევროდ ფასდება, თუმცა "რეალს" ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიუღია.