"რეალის" ვარსკვლავი კარიერას თურქეთში განაგრძობს

AutoSharing Option
34 წლის პორტუგალიელი ცენტრალური მცველის, პეპეს გარშემო გაურკვევლობას ბოლო მოეღო. ვეტერანი უკანახაზელი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში "რეალში" თამაშობდა, კარიერას "ბეშიქთაშში" განაგრძობს. ის თურქულ კლუბში უფასოდ გადავიდა.

ცნობილია, რომ პეპეს "პარი სენ ჟერმენი" და მილანის "ინტერიც" იწვევდნენ, მაგრამ პორტუგალიელმა არჩევანი მაინც "ბეშიქთაშზე" შეაჩერა.

კეპლერ ლავერან ლიმა ფერეირა, იგივე პეპე, "რეალში" 2007 წელს, "პორტუდან" 30 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც იმ დროს მცველისთვის საკმაოდ დიდ თანხად მიიჩნეოდა. თუმცა, პორტუგალიელმა იმედები აშკარად გაამართლა - "რეალის" მაისურით მან 334 თამაში ჩაატარა და 15 გოლი
გაიტანა, მათგან რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანიც. "სამეფო კლუბის" მაისურით პორტუგალიელმა 13 ტიტული მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული