კატალონიური კლუბი საჭირო ტრანსფერების განხორციელებას ვერაფრით ახერხებს. მაგალითისთვის, კატალონიელები ნახევარდაცვის გაძლიერების აუცილებლობის წინაშე დგანან, მაგრამ პსჟ მარკო ვერატის, ხოლო ჩინური "გუანჩჟოუ" პაულინიოს გაყიდვაზე უარს აცხადებენ. "ბარსელონა", ჯერჯერობით, ვერც დაცვის მარჯვენა ფლანგის ექტორ ბელერინით გაძლიერებას ახერხებს.
ამის პარალელურად, კატალონიურ გუნდს ყოფილი ვარსკვლავები უბრუნდებიან. რამდენიმე თვის წინ, ერიკ აბიდალი "ბლაუგრანას" ელჩი გახდა. რამდენიმე კვირის წინ, იგივე როლი ლეგენდარულმა ბრაზილიელმა, რონალდინიომ მოირგო. ახლახანს, მას თანამემამულე ჟულიანო ბელეტი შეუერთდა. ყოფილი მარჯვენა მცველი, რომელსაც "ბარსას"
ბრაზილიელების გარდა, "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელები ესპანეთიდანაც შეუერთდნენ. ხოსე მარი ბაკერო და გილერმო ამორი, რომლებიც იოჰან კრუიფის ლეგენდარულ "ოცნების გუნდში" თამაშობდნენ, კლუბის ახალგაზრდულ სისტემას ჩაუდგებიან სათავეში.