ვალდანო: კაკაზე პერესის კომენტარი არასდროს დამავიწყდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, მწვრთნელი და სპორტული დირექტორი ხორხე ვალდანო იმ დროს იხსენებს, როდესაც "სამეფო კლუბს" კაკას 12 მილიონად ყიდვა შეეძლო, მაგრამ ფლორენტინო პერესმა მოცდა და მასში გაცილებით ძვირის გადახდა ამჯობინა.

"2002 წელს, "რეალის" 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თამაშის ორგანიზებას ვაკეთებდით. მსოფლიოს წამყვან ფეხბურთელებს "რეალის" წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ.

კაკასთან დარეკვა მე დამევალა. მან თამაშზე თანხმობა განაცხადა, მოედანზე ბოლო 20 წუთი დაჰყო და გაიბრწყინა კიდეც.

ფლორენტინოს ვუთხარი: "გვაქვს შანსი, შესანიშნავი ფეხბურთელი 12 მილიონ ევროდ ვიყიდოთ. 4 წლის შემდეგ მისი ფასი 60
მილიონი იქნება".

პერესის პასუხი არასდროს დამავიწყდება: "არ ინერვიულო, ხორხე. ჩვენ დავიცდით, სანამ მისი ფასი 60 მილიონი გახდება", - განაცხადა ვალდანომ რადიო Onda Cero-სთან საუბრისას.

2003 წელს კაკა "მილანში" გადავიდა, 2009 წელს კი "რეალმა" ის 65 მილიონ ევროდ შეიძინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში "რეალმა" სატრანსფერო პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა. ფლორენტინო პერესმა ვარსკვლავურ შენაძენებზე უარი თქვა და აქცენტი ისეთ ფეხბურთელებზე გააკეთა, როგორებიც, მაგალითად, კაზემირო, ლუკას ვასკესი და მარკო ასენსიო არიან. შედეგი სახეზეა - ზედიზედ 2-ჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა.

- ნიჭი და სურვილი - ტეო ერნანდესი "რეალის" ფეხბურთელია


მიმდინარე ზაფხულში, "სამეფო კლუბი" აღებულ კურსს ინარჩუნებს და აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზედიზედ მოგებული ჩემპიონთა ლიგა ვარსკვლავის (რონალდუს) დამსახურებაა.
misha
18:21 11-07-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული