ის აღარ დაბრუნდება... ვის დარჩება ხამესის "ათიანი" "რეალში"?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" 25 წლის კოლუმბიელი ლეგიონერი ხამეს როდრიგესი 2 სეზონს მიუნხენის "ბაიერნში" იჯარით გაატარებს. ხამესი "რეალის" ფანებს უკვე დაემშვიდობა:

"ძვირფასო მადრიდისტებო, მე ძალიან მადლიერი ვარ თქვენი "რეალში" გატარებული ყველა მშვენიერი მომენტისთვის. მე აქ სამი საოცარი წელიწადი გავატარე. ყოველთვის ვამაყობდი, რომ "რეალის" თეთრ მაისურას ვატარებდი. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, მადლობა ყველას დიდი სიყვარულისთვის, რასაც ყოველ წუთს ვგრძნობდი მადრიდში. თან გავიყოლებ ამ დიდ სიყვარულს. მადლობა ყველაფრისთვის", - ამბობს ხამესი ვიდეომიმართვაში.

ხამესი 2014 წლის მუნდიალის შემდეგ "რეალშია"
(80 მილიონი ევროს ნაცვლად). ესპანური მედია მას "სამეფო კლუბში" გამოსვლას წარუმატებლობად უთვლის. "ბაიერნში" ხამესი შეეცდება, დაიბრუნოს ძველი ღიმილი სახეზე. ერთი და მთავარი პლუსი ის არის, რომ კოლუმბიელს "ალიანც არენაზე" ძველი ნაცნობი კარლო ანჩელოტი ელის. ზინედინ ზიდანისგან განსხვავებით, იტალიელს ხამესთან ბრწყინვალე ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

რაფა ბენიტესისთვის ხამესი არ იყო ფავორიტ ფეხბურთელთა შორის, თუმცა მოულოდნელად მან კოლუმბიელი კლასიკოზე დააყენა და არ გაუმართლა, "რეალი" 0:4 დამარცხდა, ხოლო ხამესმა ვერაფერი გააწყო მინდორზე.

2016 წლის იანვარში ხამესს ყველაზე ცუდი ინციდენტი მოუვიდა "რეალში". მან ავტომობილით სისწრაფეს გადააჭარბა, შემდეგ კი პოლიციას გაექცა. ბენიტესი გაცეცხლდა, მაგრამ ხამესს იმან უშველა, რომ ესპანელის ეპოქა დასრულდა და გუნდში ზიდანი მოვიდა.

ზიდანმა თავიდან მისცა შანსი სამხრეთამერიკელს, მაგრამ ამ საქმიდან ისევ არაფერი გამოვიდა. მალე ფრანგი მიხვდა, რომ რაფა ხამესს ტყუილუბრალოდ არ ერჩოდა. "სან სიროს" ფინალში ხამესს თამაში საერთოდ არ მოუწია.

გასულ სეზონში, თითქოს, ხამესი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, თუმცა ზიდანთან კონფლიქტი კვლავ მოუვიდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალი მან კვლავ ვერ ითამაშა. ამ კვირაში მან შეიტყო, რომ ზიდანს ლოს ანჯელესში არ მიჰყავდა. ასე გადაწყდა ტრანსფერი. ხამესს რომ იმედი ჰქონდეს "რეალში" დაბრუნების, ვიდეომიმართვას არ ჩაწერდა. ეს ფინალია, ბოლო ეპიზოდი, ხამესი არ დაბრუნდება...

* * *
"რეალის" ლეგენდა უგო სანჩესი მიიჩნევს, რომ ხამესს არ აღმოაჩნდა ის ხასიათი, რომლის გარეშეც "სამეფო კლუბში" დამკვიდრება შეუძლებელია. "ეს უნდა მომხდარიყო. ხასიათი მტკიცე თუ არ გაქვს, თუ სადანადოდ არ ინდომებ, შენი ადგილი მადრიდში არ არის და არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ნიჭიერი ხარ შენ", - განაცხადა 59 წლის მექსიკელმა.

* * *
არის ერთი საკითხიც - ხამესს "რეალში" პრესტიჟული "ათიანი" ეკუთვნოდა, ახლა ის ვაკანტურია. ვის დარჩება "ათიანი" სამეფო კლუბში? სამი მთავარი კანდიდატია - ლუკა მოდრიჩი, მარკო ასენსიო და ისკო ალარკონი. ახალწვეული დანი სებალიოსიც არ იქნება წინააღმდეგი. შესაძლოა, "რეალმა" მაინც შეძლოს კილიან მბაპეს ყიდვა და 10-იანი ფრანგ ტალანტს შეხვდეს. "მარკას" მკითხველებისთვის ფავორიტი ისკოა - 36%-ს "ათიანი" მისთვის ემეტება.

* * *
"რეალსა" და "ბაიერნს" შორის თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა - ხამესის ტრანსფერი მეშვიდეა ამ ორ კლუბს შორის. ყველაფერი კი 1974 წელს პაულ ბრაიტნერის ტრანსფერით დაიწყო მადრიდში. შემდეგ იყო დიდი შესვენება. 1996 წელს ზე რობერტომ ბრაიტნერის გზა გაიმეორა. ამ ორ კლუბს შორის იმოგზაურეს აგრეთვე არიენ რობენმა, ჰამით ალთინთოფმა, ტონი კროოსმა და ჩაბი ალონსომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისკოს რა თქმა უნდა..
ქუთაისელი
16:42 13-07-2017
0

სიახლეები პოპულარული