"ბარსელონამ" ნელსონ სემედუს ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
23 წლის პორტუგალიელი მარჯვენა მცველი ნელსონ სემედუ კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და გუნდს შეუერთდება.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონა" სემედუში 30 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელის წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში, "ბენფიკას" ანგარიშზე კიდევ 5 მილიონს ჩარიცხავს.

ნელსონ სემედუ "ბენფიკაში" 2015 წლიდან თამაშობდა. ლისაბონელთა მაისურით მან 64 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ამრიგად, კატალონიურმა გუნდმა მარჯვენა მცველის პრობლემა მოაგვარა და ახლა "ბარსას" წარმომადგენლებს შეუძლიათ ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებაზე გადაერთონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული