მადრიდული გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველი "სამეფო კლუბთან" 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი პრეზენტაცია 20 ივლისს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.
დანი სებალიოსისთვის "რეალი" და "ბარსელონა" იბრძოდნენ. ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას, 15 მილიონ ევროს ორივე გუნდი იხდიდა, ხოლო თავად 20 წლის ნახევარმცველმა არჩევანი დედაქალაქურ გუნდზე შეაჩერა.
ერთი საინტერესო ფაქტი სებალიოსის შესახებ: ფეხბურთის თამაში მან 2004 წელს, 8 წლის ასაკში, "სევილიაში" დაიწყო, მაგრამ 2009 წელს ის კლუბიდან გაუშვეს. მიზეზი ქრონიკული ბრონქიტი იყო. 2 წლის
სებალიოსი ცოტა ხნის წინ დასრულებული ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა.