სპორტინგმა მეკარე დაკარგა

AutoSharing Option
ხიხონის "სპორტინგმა" სამი კვირით დაკარგა მეკარე ივან კუელიარი. კვირას, მან ტრავმა "ვილიარეალთან" მატჩში მიიღო, ოთხშაბათს კი ასტურიული კლუბის ექიმებმა დიაგნოზი დასვეს. მანოლო პრესიადოს თავსატეხს თავდამსმელ დავიდ ბარალის ტრავმაც გაუჩენს, რომელმაც მუხლი იმავე "ვილიარეალთან" თამაშში დაიზიანა, თუმცა ექიმები ბარალის შემთხვევაში გაცილებით ოპტიმისტები არიან, ფორვარდმა შეიძლება ითამაშოს კიდეც "ალმერიასთან" დაპირისპირებაში.

"სპორტინგს" დისკვალიფიკაციის გამო ანდალუსიელებთან არ ეყოლება ხოსე ანხელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული