ვალვერდეს ვერატი უნდა, რაკიტიჩს არა...

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა საკუთარ გუნდში "სენ-ჟერმენის" იტალიელ ვარსკვლავ მარკო ვერატის.

"ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გვყავს დიდებული ფეხბურთელებით, მაგრამ თუ ვერატი გადმოვა "ბარსელონაში", მხოლოდ და მხოლოდ გავიხარებ". - თქვა ბასკმა მწვრთნელმა.

ამასობაში გუნდის შეცვლა სულაც არ უნდა ივან რაკიტიჩს, ვინც შეიძლება ვერატის ტრანსფერის ნაწილი გახდეს. ამის თაობაზე "ელ მუნდო დეპორტივო" იტყობინება. 29 წლის ნახევარმცველმა მარტში ახალი კონტრაქტი გააფორმა "ბარსასთან", რომელიც 2021 წლამდე მოქმედებს.


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული