დანი სებალიოსის ტრანსფერი რამდენიმე დღის წინათ, ოფიციალურად დადასტურდა. მაშინ ისიც ითქვა, რომ 20 წლის ნახევარმცველის პრეზენტაცია 20 ივლისს გაიმართებოდა. პრეზენტაციას "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ესწრებოდა. მანამდე ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება.
"მადრიდის "რეალს" უარს ვერ ვეტყოდი, რადგან ეს სწორედ ის კლუბია, სადაც თამაშზე ბაშვობიდან ვოცნებობდი. აქ მოვედი იმისთვის, რომ მთელი
ამიერიდან, დანი 6 წლის განმავლობაში "ლოს მერენგესის" ფეხბურთელია. მან 24-ნომრიანი მაისურა აირჩია. ბოლოს ეს ნომერი "რეალში" ასიერ ილიარამენდის ჰქონდა, ბასკის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ეს ნომერი არავის გამოუყენებია. ამ ნომრით "სამეფო კლუბში" უთამაშიათ გრანეროს, დიარას, კარანკას, მაგრამ, ბუნებრივია, რომ "რეალში" ყველაზე დიდი კვალი ამ ნომრით კლოდ მაკელელემ დატოვა.
"ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც მომავალში "რეალის" ბურჯი გახდება. დანი აქამდე მისმა ოცნებამ მოიყვანა, სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო მთავარი, როცა ამ ტრანსფერზე ვმუშაობდით. მას ძალიან სურდა "რეალში" თამაში და შანსიც მიეცა. დანი თავისი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის გამო, ახლახან ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს", - განაცხადა ფლორენტინო პერესმა.
"იმაზე დიდი პატივი, ვიდრე "რეალის" ფეხბურთელობა, არ არსებობს. ყოველ დღე არ ხდება, რომ "რეალის" მაისურას მოისინჯავ, ეს დიდი პატივია. მე ჯერ ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და პირველ სეზონში ბევრი რამის სწავლა მინდა ისეთი ფეხბურთელებისგან, როგორიც ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი არიან. თუმცა კონკურენციის მზად ვარ და მსურს მეც ვითამაშო მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. ზინედინ ზიდანი ჩემი ერთ-ერთი კუმირი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ის უკეთეს ფეხბურთელად მაქცევს", - ესეც ექსბეტისელის სიტყვებია.
პრეზენტაციას პირველად ესწრებოდა, როგორც კლუბის წარმომადგენელი რაულ გონსალეს ბლანკო.
დღეს რაული ამერიკულ ტურნეზე შეუერთდება ზინედინ ზიდანს, ისევე, როგორც გუნდის ახალწვეული დანი სებალიოსი. რაული პრეზიდენტის მრჩეველი იქნება ძირითად გუნდთან.
* * *
ალვარო მორატა 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ჩელსის" ფეხბურთელი გახდა, ის ამერიკულ ტურნეზე დაემშვიდობა თანაგუნდელებს. "მადლობა ყველას, მინდა, რომ "რეალი" მუდამ გამარჯვებული დარჩეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოედანზე მე ვიქნები. არა მგონია, რომ აქ ოდესმე დავბრუნდე", - განაცხადა მორატამ, რომელიც ახალი შანსით აღფრთოვანებული ჩანს, მაგრამ ვერც "რეალზე" ბრაზს მალავს. * * *
ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ მისი მესამე სეზონი კლუბში ყველაზე რთული იქნება. "ძალიან დიდი გამოწვევების სეზონი გველის. ასე რომ, კარგად უნდა მოვემზადოთ. პირველმა კვირამ აქ, კალიფორნიაში კარგად ჩაიარა, საწუხარი არაფერი გვაქვს. წინასასეზონო შეკრება ძალზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ახალი ფეხბურთელები გვყავს, უნდა განვიხილოთ თამაშის ახალი ასპექტებიც. ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან. რაც შემეხება მე, როგორც ადრე მითქვამს, ამ კლუბში გატარებულ ყოველ დღეს ძალიან ვაფასებ", - განაცხადა 45 წლის ფრანგმა სპეციალისტმა.
* * *
მართალია, ხამეს როდრიგესი "რეალში" აღარ არის, მაგრამ ისკოს სასტარტო 11-ეულში ადგილი გარანტირებული მაინც არ აქვს, ეს ფრაზა ადრე ზიდანმა თქვა, თუმცა რეალურადაც სწორედ ასეა - გარეთ ბეილმა მოირჩინა ტრავმები, დიდებულად წარმოჩინდა მარკო ასენსიო, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი არსად არ წასულან. ისკომ კვლავ უნდა დაამტკიცოს, რომ "რეალში" საჭირო კაცია. როგორც სამხრეთ კალიფორნიიდან მოდის ცნობები, 25 წლის ნახევარმცველი საამისოდ ძალებს არ იშურვებს - ის პირველი მიდის ვარჯიშზე და ბოლო გამოდის ტრენაჟორების დარბაზიდან (კრიშტიანო რონალდო ჯერ არ იმყოფება გუნდთან ერთად), ყველაფერზე ეტყობა, რომ ძალზე მონდომებულია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"