უკვე დიდი ხანია, მადრიდულ კლუბს პოლონელი სუპერფორვარდის გადაბირება სურს. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ის "დორტმუნდის" ღირსებას იცავდა. ინტერესი იყო მას მერეც, რაც ლევანდოვსკი "ბაიერნში" გადავიდა.
მიუნხენური კლუბის პოზიცია კლუბის მმართველობის წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ გაახმოვანა. მისი თქმით, პოლონელი არ იყიდება. ზინედინ ზიდანმაც აღნიშნა "იუნაიტედის" თამაშის შემდეგ, რომ ახალი ფორვარდის ყიდვა არ მოუთხოვია.