იერაი ალვარესი მძიმე სენს არ ნებდება

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" 22 წლის მცველმა იერაი ალვარესმა ვარჯიში განაახლა.

ეს ბიჭი ხასიათის სიმტკიცით გამორჩეულია, მას დეკემბერში საკვერცხე ჯირკვლების სიმსივნე დაუდგინეს, მაგრამ ოპერაციის გაკეთების შემდეგ ალვარესი გუნდს დაუბრუნდა და სეზონის მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარა.

სამწუხაროდ, სეზონის ბოლოს ექიმებმა მის ტესტებში საგანგაშო ცვლილებები შეამჩნიეს და ალვარესს ხელახლა მოუწია ქიმიოთერაპიისა და რეაბილიტაციის კურსის გავლა, თუმცა იგი ისევ მწყობრშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

რამდენიმე დღის წინ, "ბილბაოს" ბაზაზე მისულ ალვარესს ყველა ფეხბურთელი თავგადაპარსული დახვდა მძიმე სენთან ბრძოლაში მხარდაჭერის ნიშნად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს კაცი ფეხბურთის გმირია!
MISHO MISHO
22:46 25-07-2017
0
ნამდვილი მებრძოლია,არ ნებდება
MISHO MISHO
11:30 26-07-2017
0

სიახლეები პოპულარული