Marca: "რეალი" და "მონაკო" შეთანხმდნენ - მბაპეს ტრანსფერი 180 მილიონი დაჯდება

AutoSharing Option
თუ Marca-ს დავუჯერებთ, მადრიდის "რეალი" და "მონაკო" 18 წლის ფრანგი თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ესპანური გამოცემის ცნობით, "სამეფო კლუბი" საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს 180 მილონ ევროს გადაუხდის.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მბაპე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე "პარი სენ ჟერმენმა" ნეიმარი 222 მილიონად არ შეიძინა.

კილიან მბაპე "მონაკოში" 2013 წელს მივიდა. პირველ გუნდში, 2015 წლის შემდეგ, მან 44 თამაში ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუბერეს სულ?? საით მიექანება ფეხბურთი ?? დიდ ბიზნესად აქციეს სპორტი დიდ მაფიად .მარაზმია უკვე ეს ყველაფერი ფეXბურთი იყო ის 300 მანეთსე რომ თამაშობდენ ხალხის სიყვარულისთვის რომ თამაშობდნენ და არა ეს დღეს რა მარაზმიც ხდება .
androia
17:23 25-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული