"რეალის" საპატიო სტუმრები ამერიკაში

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეში მყოფ მადრიდის "რეალს" საინტერესო სტუმრები ეწვია. ესპანეთის ჩემპიონს დღეს დილით უნდა ეთამაშა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, 30 ივლისს კი საერთაშორისო ჩემპიონთა თასის კულმინაცია იქნება "სუპერკლასიკო" "ბარსელონას" წინააღმდეგ.

ამ მატჩების წინ, "რეალს" მხარდასაჭერად ეწვივნენ საპატიო სტუმრები. ერთ-ერთი იყო ლეგენდარული კალათბურთელი შაკილ ო'ნილი, რომელმაც მარსელოსთან და კეილორ ნავასთან გადაღებული ფოტოები გამოფინა სოციალურ ქსელში.

მეორე სტუმარი გახდა "რეალის" ყოფილი ფეხბრთელი, ინგლისელი დევიდ ბექჰემი. მან ზინედინ ზიდანს გამოუცხადა, რომ ამაყია მისი სამწვრთნელო წარმატებებით. შეხვდა "რეალის" ლეგენდა რაულს, რომელმაც სამეფო კლუბში თანამდებობა
მიიღო.

"რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული - 1:1 ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედთან" და შემდეგ პენალტების სერიაში წააგო - 1:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული