რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანხელ მარია ვილიარი, ვისაც სამართალდამცავები კორუფციაში ადანაშაულებენ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პოსტის დატოვებას არ აპირებდა. თუმცა, ვილიარს ეს თანამდებობა ქვეყნის სპორტის სამინისტრომ დაატოვებინა და ერთწლიანი დისკვალიფიკაციაც მისცა, ხოლო FIFA-სა და UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტის როლი მან დღეს თავად დატოვა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ვილიარს შემცვლელი უკვე ჰყავთ - 48 წლის ხუან ლუის ლარეა. ის ფედერაციის დირექტორთა საბჭოს წევრი 1988 წლიწდანაა. 1993 წლიდან, ის