ბარტომეუ ჩავის: ეს პრობლემა "ბარსაში" შენ შექმენი

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ კლუბის ყოფილ ფეხბურთელს, ჩავი ერნანდესს კრიტიკაზე პასუხი საჯაროდ გასცა.

"ჩავი გვაკრიტიკებს და ამბობს, რომ ახლა "ბარსას" იმდენი აღზრდილი ვეღარ ხვდება პირველ გუნდში, რამდენიც მისი, ინიესტასა და მესის დროს ხვდებოდა. მაგრამ ეს თავად ჩავის და სხვა ვარსკვლავების ბრალია. მათ ისეთი მაღალი სტანდარტები დაამკვიდრეს, რომ ახალგაზრდებს შემადგენლობაში მოხვედრა უჭირთ. ჩავი 15 წლის განმავლობაში იყო სასტარტოს ფეხბურთელი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 15 ფეხბურთელს უნდა დაეტოვებინა "ბარსელონა". კიდევ უფრო დიდი ხანია, ინი
ესტა. ვინ იქნება ახალი მესი? შეიძლება ვინმეს ეს შეუძლია კიდევაც, მაგრამ მაშინ მესი არ უნდა იყოს "ბარსელონაში", სხვანაირად არაფრით არ გამოდის. ჩავიმ თავად შექმნა ეს პრობლემა... მან და სხვა ვარსკვლავებმა", - განაცხადა ბარტომეუმ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული