რონალდო ორი-სამი კვირით იუქმებს

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში "ატლეტიკოსთან" (2:1) ტრავმა მიიღო, სამედიცინო გამოკვლევა გაიარა.

ფეხბურთელს მუხლქვედა მყესების დაზიანება დაუდგინეს. ექიმების პროგნოზით, კრიშტიანოს ტრავმის აღსადგენად ორი-სამი კვირა დასჭირდება. ასე რომ, პორტუგალიელი თავისი ქვეყნის ნაკრების მატჩს ნამდვილად გამოტოვებს და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ტოტენჰემთანაც" ვერ ითამაშოს, რომელიც 5 აპრილს გაიმართება.

კრიშტიანო რონალდომ მსუბუქი ტრავმა ჯერ კიდევ პრემიერლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში "მალაგასთან" (7:0) მიიღო. თუმცა მაშინ პორტუგალიელს გამოსაჯანმრთელებლად დიდი დრო არ დასჭირვებია. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ესპანეთის ჩემპიონატში 27
მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული