ბიელსა ერკულესში?

AutoSharing Option

მოგეხსენებათ, "ჰერკულესის" მთავარი მწვრთნელის პოსტი მას შემდეგ ვაკანტურია, რაც 20 მარტს ვალენსიური კლუბის ხელმძღვანელობამ ცუდი შედეგებისთვის ესტებან ვიგო მოხსნა. ბოლო წვეთი იყო შინ, ალეკანტეში 0:4 გამანადგურებელი მარცხი არცთუ ძლიერ "ოსასუნასთან". ვიგომ "ერკულესში" პრიმერული კარიერა 29 თამაშში 26 ქულით (თუმცა ამათში "ბარსელონასთან" "ნოუ კამპზე" მოპოვებული სამი ქულაცაა) და ბოლო ადგილით დაასრულა.

ვიგოსგან განსხვავებით, "ერკულესს" სიტუაციის გამოსწორების შანსი კიდევ რჩება - ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტური რჩება, თუმცა ამისთვის ახალი მწვრთნელია საჭირო. გუშინ ესპანური მედია ერთხმად იუწყებოდა, რომ ესტებან ვიგოს შემცვლელი, სავარაუდოდ, არგენტინელი
მარსელო ბიელსა იქნება.

"ელ მუნდო დეპორტივო" ამტკიცებს, რომ ბიელსას მისვლა "ერკულესში" თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. 55 წლის არგენტინელი, რომელსაც "ლოკოს" და "გიჟს" უწოდებენ, არგენტინისა (1998-2004 წლები) და ჩილეს (2007-2011) ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, ბიელსას ესპანური პრიმერას გუნდის გაწვრთნის გამოცდილება აქვს, ოღონდ ეს დიდი ხნის წინათ იყო და დიდ ხანს არ გაგრძელებულა. 1998 წელს ის "ესპანიოლს" ხელმძღვანელობდა, როცა არგენტინის ეროვნული ნაკრების თავკაცობა შესთავაზეს, ბიელსამაც დაჰკრა ფეხი და გაიქცა ბარსელონადან.

როსი ბარსას სურს

"ვილიარეალის" იტალიელი ბომბარდირი ჯუზეპე როსი, რომელსაც წლევანდელ სეზონში ჩემპიონატში 15 გოლი აქვს გატანილი, "ბარსელონას" სურს - ამის შესახებ წერს კატალონიური გაზეთი "სპორტი". "ბლაუგრანა" ახალი სეზონისთვის ახალ ფორვარდს დაიმატებს და ხოსეპ გვარდიოლას სურს, ის ახალი სწორედ როსი იყოს. როსის აგენტი ანდრეა პასტორელო ამბობს, რომ ძალიან ძნელია უარით გაისტუმრო "ბარსა", თუმცა იქვე დასძენს, რომ ჯერჯერობით კატალონიური გრანდის ინტერესი როსის მიმართ არც ისე სერიოზულია: "ასეთ წინადადებაზე ჭკუათმყოფელი ფეხბურთელი ვერ იტყვის, მაგრამ ჯერ მხოლოდ ჭორებია ირგვლივ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - განაცხადა პასტორელომ რადიო "მანიასთან" საუბარში.

ატლეტიკო თურქეთისკენ იყურება

"ელ მუნდო დეპორტივოს" ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" თურქული "ბეშიქთაშის" ორი ფეხბურთელის შეძენა სურს. ესენია, რიკარდო ქვარეჟმა და ბობო. "ლოს კოლჩონეროსს" არცთუ კარგი სეზონი აქვს, გუნდი მხოლოდ მე-8 ადგილზეა. სეზონის ბოლოს კი "ატლეტიკოში" ბევრი რამ და ვინ შეიცვლება. ქვარეჟმა პორტუგალიის ნაკრების 27 წლის შემტევი ნახევარმცველია, ის "ბეშიქთაშის" ნამდვილი ლიდერია. 26 წლის ბობო კი გუნდის ბომბარდირია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული