ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის ყველა მატჩი დაგეგმილ დროს ჩატარდება

AutoSharing Option
ესპანეთის სასამართლომ პრიმერას ექვსი კლუბის თხოვნა დააკმაყოფილა, რომლებიც ქვეყნის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის მიერ ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩებისათვის ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილების უარყოფას ითხოვდნენ. 30-ე ტური 30 აპრილსაა დანიშნული.

სასამართლომ განაცხადა, რომ კლუბებმა ოფიციალური კალენდარი უნდა დაიცვან.

ასე, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის ყველა მატჩი ადრე დაგეგმილ დროს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ლიგას სურდა შეხვედრებისთვის ბოიკოტი იმის გამო გამოეცხადებინა, რომ დღეისათვის საბუკმეკერო კანტორების და ლატარეების შემოსავლებიდან კლუბების წილი არ არის გარკვეული. ადრე ესპანეთის მთავრობამ კლუბებს ამ წილის მიღება აუკრძალა.

ადრე იუწყებოდნენ, რომ
პრიმერას შვიდი კლუბი ამ იდეის წინააღმდეგ გამოვიდა. მათ შორისაა "ვილიარეალი", "რეალ სოსიედადი", "ატლეტიკი", "სარაგოსა", "ესპანიოლი", "სევილია" და "მალაგა".


მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული