პინტო, მუდამ ბარსასთან ერთად

AutoSharing Option

უკვე გაუწყეთ, რომ "ბარსელონა" შეუთანხმდა მის სარეზერვო გოლკიპერ ხოსე პინტოს კონტრაქტის გაგრძელებაზე. თავად ცერემონიალი კი "კამპ ნოუზე" გუშინ გაიმართა - ანდალუსიელმა გოლკიპერმა და კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც პინტო 2012 წლის ივნისის ბოლომდე "ბარსელონას" ფეხბურთელია და თუკი ვიქტორ ვალდესს ტრავმა ან დისკვალიფიკაცია ექნება, მას შეცვლის, ისევე როგორც ეს ანდალუსიელმა თებერვალში წარმატებით შეძლო.
"რაც აქ ჩამოვედი, მაშინვე ვიცოდი, რომ "ბარსა" ჩემი კლუბი იყო. პირველად აქ 6 თვით მოვედი, მაგრამ უკვე მაშინ ვფიქრობდი, რომ როგორმე ხელმძღვანელობისთვის თავი მომეწონებინა.
ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, ჩემი გონება მხოლოდ "ბარსას" ეკუთვნის. მე და ჩემი ოჯახი ბარსელონაში თავს უბედნიერესად ვგრძნობთ და როცა ასეა, რაიმე ცვლილებასაც აზრი ეკარგება", - განაცხადა გახარებულმა პინტომ.

არც რონალდო, არც ბენზემა?

"სპორტინგთან" მატჩში "რეალს" შესაძლოა, კრიშტიანო რონალდოს გარდა ქარიმ ბენზემა და მარსელოც დააკლდეს. ბენზემას საფრანგეთის ნაკრებისა და ხორვატიის ამხანაგურ მატჩში საზარდული დაეჭიმა. გუშინ დილით ფრანგს მადრიდის "საიტას ლა მორალეხას" ჰოსპიტალში ტესტირება ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ტრავმა არ არის სერიოზული, თუმცა "რეალის" ექიმები ჯერ დასკვნის გამოტანას არ ჩქარობენ. ასეთი სახის ტრავმის მორჩენას 10 დღემდე ესაჭიროება. მარსელოს ტრავმაზე ადრე მოგახსენეთ, ისიც ეროვნული ნაკრების შეკრებაზე დაშავდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული