ზიდანის მესამე შვილი "რეალის" მოთამაშე გახდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ზინედინ ზიდანის მესამე შვილმა მადრიდის "რეალში" დაიწყო თამაში. კლუბის საფეხბურთო სკოლაში რვა წლის თეო ზიდანი შევიდა. ის თავის უფროს ძმებს ენცოს (15 წლის) და ლუკას (11 წლის) შეუერთდა, რომლებიც დიდი ხანია მადრიდული გუნდის სკოლაში ვარჯიშობენ.

ყველაზე ნიჭიერად ზიდანის შვილებიდან ენცოს მიიჩნევენ. ესპანური მედია წერდა, რომ მისით ინგლისის "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა. ზინედინ ზიდანი ამ დროისთვის "რეალის" პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მრჩეველია.

ზინედინ ზიდანი "რეალში" 2001-დან 2006 წლამდე თამაშობდა. მადრიდული კლუბის შემადგენლობაში ის იმარჯვებდა ესპანეთის ჩემპიონატში, ქვეყნის სუპერთასზე, მოიგო
ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა.


მომზადებულია tribalfootball.com-ის მიხედვით







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული