რონალდომ "კლასიკოსთვის" ახალი ბუცები გაამზადა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ლიდერი კრიშტიანო რონალდო ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში "ბარსელონასთან" ახალი სახელობითი ბუცებით ითამაშებს. შეხვედრა 16 აპრილს მადრიდში გაიმართება. რონალდო მოედანზე  CR Mercurial Vapor Superfly III-ის მოდელის ბუცებით გამოვა, რომელიც პორტუგალიელის სახელობითი ბუცების მეორე თაობაა.

ბუცების მთავარი თავისებურება ახალი დიზაინია: ფეხსაცმლის ზედაპირის შავი ნაწილი სინათლის შთანთქმის ეფექტს ქმნის და ამის ფონზე ღია მწვანე სურათი და ლოგოტიპი განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება.

კრიშტიანო რონალდომ აღიარა, რომ მას ლამაზი ბუცები მოსწონს, სპორტული ფეხსაცმლის დიზაინს კი ყურადღებას ყველა ფეხბურთელი აქცევს. "ბევრი ამბობს, რომ დიზაინი მნიშვნელოვანი არაა,
მაგრამ სინამდვილეში ისინი ასე არ ფიქრობენ", - აღნიშნა პორტუგალიელმა.

რაც შეეხება "ბარსელონასთან" მატჩს, რონალდოს თქმით ის ცოტა აღელვებულია, მაგრამ კარგ ფორმაში იმყოფება და მოუთმენლად ელის მომენტს, როდესაც მოედანზე გამოვა.

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე ესპანეთის ჩემპიონატს "ბარსელონა" ლიდერობს და "რეალს" რვა ქულით უსწრებს. უახლოეს ხანში ეს გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდებიან. ესპანეთის ჩემპიონატის შაბათის მატჩების შემდეგ ისინი ქვეყნის თასის ფინალში (20 აპრილს) შეხვდებიან, 27 აპრილს და 3 მაის კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებენ.








.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული