იოჰან კრუიფი: მოურინიოს საფეხბურთო მწვრთნელს ვერ ვუწოდებთ

AutoSharing Option
იოჰან კრუიფმა "ბარსელონასთან" (1:1) ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩში "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ტაქტიკა გააკრიტიკა.

"მოურინიომ ასეთი შემადგენლობის დაყენებით "ბარსელონას" დიდი კომპლიმენტი გაუკეთა. ძალიან შეშინებული უნდა იყო, რომ საშინაო მატჩში შვიდი მცველით ითამაშო. მას ძალიან ეშინოდა, თუმცა მომზადებული კი იყო.

მოურინიო ტიტულების მოპოვების სპეციალისტია, მაგრამ ის საფეხბურთო მწვრთნელი არაა, თუ სპორტის ამ სახეობას სანახაობად მივიჩნევთ, რომელმაც გულშემატკივრები უნდა გაართოს.

"ბარსელონასთან" მატჩების წინ მოურინიომ გუნდი უმცირესობაში სათამაშოდ უნდა მოამზადოს. აი, "ბარსელონასთვის" კი კარგი იქნებოდა რიცხობრივ უპირატესობაში თამაშში ემეცადინა.

როდესაც "ბარსელონას"
წინააღმდეგ თამაშისას დაცვაში ჯდები და მეტოქეს მთელ მოედანს, ბურთს და ინიციატივას უთმობ, გასაკვირი არ იქნება, თუ ეს ყველაფერი ხაზებს შორის შეუთანხმებელ მოქმედებამდე მიგიყვანს. ამასთან, ფეხბურთელების უმრავლესობას, რომელიც მოედანზე იმ დავალებით გამოდის, რომელიც შაბათს პეპემ მიიღო, მატჩი საფინალო სასტვენამდე ვერ მიჰყავს", - დაწერა კრუფიმა თავის საგაზეთო სვეტში El Periódico-ში.


მკითხველის კომენტარები / 17 /
ვულოცავ ყველა რეალის გულშემატკივარს გამარჯვებას!!!!!! მაგრამ ის თამაში რასაც რეალი თამაშობს ფეხბურთს ავნებს. ეს არის თამაშის სტილი, რომელმაც იტალიის ფეხბურთს დაღი დაასვა და გულშემტკივრები დაუკარგა. დააკვირდით თუ რამდენი გულშემატკივარი დადის იტალიის ჩემპიონატის თამაშებზე, სტადიონები სანახევროდაც არ ივსება. იტალიური გრანდების თამაშზეც კი. ხოლო რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, დამიჯერეთ თითოეული ჩვენთაგანი უკმაყოფილო იქნებოდა ესეთი შემადგენლობა გვყოლოდა როგორიც რეალს ჰყავს და ამ სტილით ეთამაშა. ჩვენს ნაკრებს სხვანაირად თამაში არ შეუძლია, რადგან ფეხბურთელების დონე არ აძლევს მეტის უფლებას. ჩემი აზრით, რეალი ამ სტილით თამაშით აღიარებს რომ ბარსა გაცილებით ძლიერიუ გუნდია როგორც ტექნიკურად, ასევე კლასის მიხედვით. ერთი რაშიც სჯობია რეალი ეს არის სირბილი, გამძლეობა და ცემა-ტყების საუკეთესოდ შესრულება.
tato
13:04 22-04-2011
0
აზრი დიდი ხანია გამოვიტანე davit
dima
01:38 22-04-2011
0

სიახლეები პოპულარული