ალონსოს სასამართლო

AutoSharing Option
„ბოლტონის“ 20 წლის განაპირა მცველი მარკოს ალონსო გუშინ მადრიდის სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო. მას წაუყენებდნენ ბრალდებას იმ ავტოსაგზაო შემთხვევისთვის, რომლის დროსაც ქალი დაიღუპა.

„რეალის“ ყოფილ ფეხბურთელს შესაძლოა განზრახვის გარეშე მკვლელობა დაუმტკიცდეს. ავარიის ადგილზე მისულმა პოლიციის ექსპერტებმა მის ორგანიზმში ესპანეთში დაშვებულ ნორმაზე ორჯერ მეტი ალკოჰოლი აღმოაჩინეს.

ტრაგედია ორშაბათს დილით მოხდა, როდესაც ალონსოს მანქანა ამოყირავდა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა ყველა ღონე იხმარეს ქალის გადასარჩენად, მაგრამ ის საავადმყოფოში მიყვანიდან 30 წუთის შემდეგ გარდაიცვალა.

მანქანაში კიდევ სამი ადამიანი იჯდა, მათ შორის ალონსოს ყოფილი თანაგუნდელი ხაიმე
ნავარო. საბედნიეროდ, სახიფათოდ არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. ფიზიკურად არაფერი დაშავებია თავად ალონსოსაც, რომელიც შაბათს „ბლექბერნთან“ 1:0 წაგების შემდეგ დაბრუნდა მადრიდში, მაგრამ იუწყებიან, რომ ავარიამ ის ფსიქოლოგიურად შეძრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული