როსელი: დღეს ფაბრეგასი გაცილებით იაფია, ვიდრე შარშან ღირდა

AutoSharing Option
კლუბ "ბარსელონას" მმართველი სანდრო როსელი დარწმუნებულია, რომ ლონდონის "არსენალის" პლეიმეკერი სესკ ფაბრეგასი გაცილებით ნაკლებად ფასობს, ვიდრე შარშან ზაფხულს ღირდა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს კატალონიელებმა ლონდონელებს ესპანელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზეს, წელს კი, როგორც ჩანს, "ბარსა" გაცილებით ნაკლებს ჩამოდის.

"შარშან ზაფხულს ფაბრეგასი 40 მილიონი ღირდა, მაგრამ მას შემდეგ ამ ფეხბურთელის ფასი აღარ გაზრდილა. უფრო პირიქით - დაეცა. ჩვენ მილიონების ჰაერში განიავებას ნამდვილად არ ვაპირებთ", - განაცხადა როსელმა.

მომზადებულია Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული