შეგახსენებთ, რომ 2010 წელს კატალონიელებმა ლონდონელებს ესპანელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზეს, წელს კი, როგორც ჩანს, "ბარსა" გაცილებით ნაკლებს ჩამოდის.
"შარშან ზაფხულს ფაბრეგასი 40 მილიონი ღირდა, მაგრამ მას შემდეგ ამ ფეხბურთელის ფასი აღარ გაზრდილა. უფრო პირიქით - დაეცა. ჩვენ მილიონების ჰაერში განიავებას ნამდვილად არ ვაპირებთ", - განაცხადა როსელმა.
მომზადებულია Guardian-ის მიხედვით