"რეალი" "ბენფიკას" კოეტრაუს ფასზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" და ლისაბონის "ბენფიკამ" ფაბიო კოენტრაუს სატრასნფერო ფასთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

ის, რომ პორტუგალიელი მცველი "სამეფო კლუბის" მოთამაშე გახდებოდა, კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ ამჯერად სიახლე სატრანსფერო საკითხების დეტალების გამომზეურებაა.

კოენტრაუს სანაცვლოდ მადრიდელები დაახლოებით 22 მილიონ ევროს გადაიხდიან, მანამდე კი ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქს ეწვევა და აუცილებელ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

Bola-ს ცნობით, "ბენფიკამ" უკვე კოენტრაუს შემცვლელიც შეიგულა - ის ყაზანის "რუბინის" მოთამაშე კრისტიან ანსალდია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული