ის, რომ პორტუგალიელი მცველი "სამეფო კლუბის" მოთამაშე გახდებოდა, კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ ამჯერად სიახლე სატრანსფერო საკითხების დეტალების გამომზეურებაა.
კოენტრაუს სანაცვლოდ მადრიდელები დაახლოებით 22 მილიონ ევროს გადაიხდიან, მანამდე კი ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქს ეწვევა და აუცილებელ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
Bola-ს ცნობით, "ბენფიკამ" უკვე კოენტრაუს შემცვლელიც შეიგულა - ის ყაზანის "რუბინის" მოთამაშე კრისტიან ანსალდია.